მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარედ ავთანდილ კასრაძე შეარჩიეს

5c4061e2442bd
თელარა გელანტია
17.01.19 13:40
1611
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - ავთანდილ კასრაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მოვალეობის შესრულებას ის 16 იანვრიდან შეუდგა.

ავთანდილ კასრაძე ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციას ასრულებდა, სააგენტოში კი მისი დაარსების დღიდან მუშაობს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე.

„სააგენტოში მის სახელს უკავშირდება მთელი რიგი სამართლებრივი რეფორმები ინოვაციების და სტარტაპ ეკოსისტემის მიმართულებით, სტარტაპების ფინანსებთან წვდომის მექანიზმების დანერგვის მიმართულებით და ა.შ“, - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

ცნობისთვის: ავთანდილ კასრაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრი. მაგისტრატურაზე სწავლა კი, შვედეთში კერძოდ ლუნდის უნივერსიტეტში განაგრძო ადამიანის უფლების საერთაშორისო სამართლის მიმართულებით.

სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა ვენეციის კომისიაში, ეუთოს (OSCE/ODIHR) მისიაში, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში, იუსტიციის სამინისტროში და საქართველოს მთავრობის კანცელარიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები