მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინოვაციების სააგენტო 500 Startups-თან 17.5-მილიონიან კონტრაქტს გააფორმებს

62d45c2a4bd39
შოთა ტყეშელაშვილი
17.07.22 22:45
1305
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მაისში გამოაცხადა 19.5 მილიონი ლარის ღირებულების 5-წლიანი ტენდერი, რომელში გამარჯვებულ კომპანიასაც მომდევნო წლების განმავლობაში ქართული სტარტაპების აქსელერაციის ვალდებულება დაეკისრება. 

ტენდერში ერთადერთი პრეტედენტი 500 Startups Incubator-ი იყო, რომელმაც სახელმწიფოს ამ სერვისის მიწოდება 17.5 მილიონ ლარად შესთავაზა. ამჟამად კონტრაქტის გაფორმება სწორედ მასთან მიმდინარეობს. 

ინოვაციების სააგენტო მოითხოვს, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ (პირდაპირ ან პარტნიორების დახმარებით) დააფუძნოს არანაკლებ 2,000,000 დოლარის მოცულობის ფონდი, რომელიც “Seed” კაპიტალის სახით დააფინანსებს ქართულ სტარტაპებს. ამასთანავე, კომპანია ვალდებულია განახორციელოს 4 მილიონი დოლარის მარკეტინგული აქტივობები.

როგორც სატენდერო კომისიის სხდომის ოქმიდან ირკვევა, 500 Startups Incubator-ი სახელმწიფოს აღნიშნულ სტარტაპებში 5 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას სთავაზობს. ამასთან, აღნიშნულ ინვესტიციებს განახორციელებს საქართველოში 
500 Startups Incubator-ის პარტნიორი სს "დიჯითალ არეა", რომელიც ციფრული ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით "საქართველოს ბანკის" შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. 

საქართველოში 500 Startups-ის პარტნიორი სწორედ "საქართველოს ბანკია", რომლის ხელსეწყობითაც 500 Georgia-ს სტარტაპ აქსელერაციის პროექტი განხორციელდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები