მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინოვაციების სააგენტო ზუგდიდის ტექნოპარკში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ინოვაციების დღეებს ჩაატარებს

58c2b5ab25fea
BM.GE
10.03.17 18:15
1127
11.03 (10სთ),12.03 (10სთ) ზუგდიდის ტექნოპარკში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ინოვაციების დღეებს ჩაატარებს.

ინოვაციების სააგენტო სტარტაპებსა და პოტენციურ სტარტაპებს გააცნობს სახელმწიფოს ხედვას ინოვაციების განვითარების კუთხით. წარუდგენს საკუთარ პროგრამებს, პროექტებს და სერვისებს. წარმატებული სტარტაპები და მეწარმეები ჩაატარებენ ტრენინგს და თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ დამსწრე საზოგადოებას.
ორდღიან ღონისძიებაზე მონაწილეობას ინოვაციების სააგენტოსთან ერთად, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული სააგენტო, სს ,,საპარტნიორო ფონდი’’ და სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი’’ იღებენ. თითოეული სტრუქტურა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი პროექტებისა და სერვისების შესახებ უამბობს.

ღონისძიების ბოლოს, ინოვაციების სააგენტო 10 მუნიციპალიტეტთან მემორანდუმს გააფორმებს, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდებიან სამომავლო თანამშრომლობაზე და რეგიონში ინოვაციების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებაზე.

ინოვაციების დღეების დასკვნით ეტაპზე, 12 მარტს, USAID G4G-ის გრანტის ფარგლებში „ელვა“, „ჯეოლაბის“ დახმარებით, გამართავს კრეატიული იდეების მარათონს (მეიქათონი), სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ იმუშაონ ტექნოლოგიური პროექტების იდეებზე და კონცეფციებზე.

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები