მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინოვაციების სააგენტოსა და ირანის ტექნოლოგიურ პარკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

58c109e3e56a7
BM.GE
09.03.17 11:52
1071
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლობა ოფიციალური ვიზიტით ირანში, ქ. იაზდში იმყოფებოდა. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში სააგენტოსა და ქ. იაზდის ტექნოლოგიურ პარკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მთავარ საგანს წარმოადგენს ქართველი სტარტაპებისთვის ქ. იაზდის ტექნოლოგიურ პარკში სივრცის გამოყოფა და მათთვის ადგილობრივი მხარდაჭერის აღმოჩენა.

ვიზიტის მიზანია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებასა და სტარტაპების ხელშეწყობას.

აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართველ სტარტაპებს ირანის 80 მილიონიან ბაზარზე შესვლასა და საკუთარი ბიზნესის განვითარებაში.

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები