მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინოვაციების სააგენტოსა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

58c29f97abf11
BM.GE
10.03.17 16:43
2545
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს უნივერსიტეტს(UG) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ინოვაციური გარემოს განვითარება და უნივერსიტეტებში ინოვაციური სტარტაპების გენერირების პროცესის ხელშეწყობა.

ასევე სააგენტო, „40000 IT სეციალისტის მოსამზადებელი პროგრამის“ ფარგლებში, ჩაატარებს ტრენინგებს IT მიმართულებით.
მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტებში ინოვაციური ბიზნეს იდეების აღმოჩენისა და მათი სტარტაპ კომპანიებად განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარეობს პრე-აქსელერატორის პროგრამა. პრე-აქსელერატორი სტუდენტებს უზრუნველყოფს ბიზნეს ტრენინგების, მენტორშიპისა და სემინარების ინტენსიური, მოკლევადიანი კურსით. ასევე, ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის ბაზაზე ინოვაციური სტუდენტური ბიზნეს ინიციატივების აღმოჩენას, განვითარებას და ზრდის ხელშეწყობის მიზნით, დამატებით რესურსებთან დაკავშირებას.

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები