"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან პარტნიორობით, საგურამოში ფინური სკოლის გახსნას გეგმავს. სკოლის პროექტი 15-20 მილიონი ევროს ინვესტირებას ითვალისწინებს, - თემის დეტალებით ’’საქმიან დილასთან“ "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" დირექტორი აიეტ კუკავა საუბრობს.
-ბატონო აიეტ, საიდან წამოვიდა საგურამოში სკოლის გახსნის იდეა და როდის გადაწყვიტეთ, რომ განათლების ბიზნესში ყოფილიყავით წარმოდგენილი?
-ჩვენი კომპანია ბიზნესს იმ დარგში იწყებს, რომელიც ქვეყანას ჭირდება. რაც ქვეყანას სჭირდება, ჩვენთვისაც კომერციულად მომგებიანი იქნება. დამტკიცებულია, რომ ფინელმა ახალგაზრდებმა განსაკუთრებით ბოლო წლებში ინოვაციურ სტარტაპებში მილიარდიანი კომპანიები შემქნეს. ამით მტკიცდება, რომ ისინი მთელ მსოფლიოში არა მხოლოდ სხვადასხვა საგნებში რეიტინგებით დგანან ყველაზე წინ, არამედ პრაქტიკულადაც. ფინეთში ვიყავით, უშუალოდ სკოლებს და მთავრობას შევხვდით, რომლებიც დახმარებას დაგვპირდნენ. სკოლის გახსნაზე სამ წელზე მეტია ვფიქრობთ. ფინური კონსორციუმი შევარჩიეთ, რომელიც ერთ-ერთი წარმატებულია.
ჩვენი შერჩეული კონსორციუმი არა მხოლოდ წარმატებული განათლების ექსპერტებისგან შედგება, არამედ დიზაინერებისგან, ინჟინრებისა და არქიტექტორებისგან. ბავშვი სიმაღლის მიხედვით სავარძელს, მაგიდას, სამზარეულოს ყველანაირ ინსტრუმენტს ღილაკზე თითის დაჭრით მოირგებს. იქნება მოძრავი კარადები, სადაც მოსწავლეები წიგნებს დატოვებენ, რომ მათი ტარება არ მოუწიოთ. მთავარი ის არის, რომ ბავშვებს სკოლის შემდეგ დიდი მუშაობა არ სჭირდებათ, რადგან ისისნი ძირითად განათლებას სკოლაში იღებენ. 15 წლამდე მოსწავლეებს ერთ საათზე მეტი არ სჭირდებათ სახლში დავალებების შესასრულებლად, ხოლო 15 წლის შემდეგ სკოლის დამთავრებამდე მაქსიმუმ 2 საათი.
ბევრი ქართველი მშობლის სატკივარია, რომ შვილი სკოლასთან ერთად, დამატებით რეპეტიტორებთან დაყავს, რაც ბავშვს არ სჭირდება.
-თქვენ აღნიშნეთ, რომ მომგებიან სფეროებს ითვისებთ, საგურამოში სკოლა რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს?
-ვინაიდან ჩვენ გრძელვადიანი გათვლა გვაქვს, უპირველესად, ფინურ სკოლას დიდი სივრცე სჭირდება და თბილისში ასეთი სივრცე ძალიან ცოტაა. ჩვენ სანიმუშო სკოლის აშენება გვინდა, რადგან ჩვენს პარტნიორებს რეგიონში გაფართოება ყაზახეთამდე და თურქეთამდე საქართველოთი უნდათ დაიწყონ. თბილისის შემდეგ ქუთაისსა და ბათუმზე ვფიქრობთ. სკოლას დიდი სივრცე სჭირდება, მრავალპროფილიანი ინფრასტრუქტურა იქნება, რომელიც არა მხოლოდ სკოლის შენობას გულისხმობს, არამედ ლაბორატორიებს, ტრენინგ-ცენტრებს და ა.შ. სკოლაში ბიზნესმენები მიდიან, რომ მოსწავლეებს პირველივე კლასიდან ასწავლონ ბიზნესი რა არის, რისგან შედგება სახელწმიფო.
-რა ეტაპებს გაივლიან იმისთვის, რომ ასეთ სკოლაში იყვნენ დასაქმებულები?
-სკოლის დირექტორი და რამდენიმე მასწავლებელი ფინეთიდან იქნება, მაგრამ პედაგოგების გადამზადებას უკვე ვიწყებთ. ეს შეიძლება ჩვენმა კონკურენტებმაც გამოიყენონ და ამის პრობლემა არ გვაქვს. მინიმუმ 6 თვიანი ტრენინგი უნდა გაიარონ, რომ სკოლაში სწავლება შეძლონ. მაღალი დონის პედაგოგები გვეყოლება, რომლებსაც მაგისტრის ხარისხი ექნებათ ქიმიაში, მედიცინაში, ფიზიკაში და ა.შ. ანაზღაურება შესაბამისად მაღალი იქნება.
-რა დრო დასჭირდება პროექტის დაწყებას?
-თავიდან სკოლამდელ და დაწყებითი სკოლის 4 წელს ვგეგმავთ, შემდეგ 15 წლამდე და სკოლის დამამთავრებელი კლასები. ამას 3-დან 5 წლამდე დასჭირდება, რომ მთელი 12 კლასი მოვიცვათ. 2019 წლიდან საქართველოს შეეძლება იამაყოს, რომ კიდევ ერთი წარმატებული სკოლა შეემატა, რომლითაც გარანტირებული გვექნება, რომ ჩვენი მომავალი თაობა უნივერსიტეტებში რეპეტიტორების გარეშე მოხვდებიან. ასევე სტარტაპ-ბიზნესების კუთხით, ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოს პოტენციალი აქვს ინოვაციებში რეგიონში წამყვანი იყოს, არანაკლები, ვიდრე ისრაელია.
-პროექტის საინვესტიციო კომპონენტი რამხელაა?
-15-20 მილიონი ევროს ფარგლებშია, თუმცა მომავალ წლებში გაიზრდება, რადგან გაფართოება იგეგმება. მენეჯმენტი საქართველოში ცოტა ჭირს და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
-სკოლის საფასო პოლიტიკა როგორი იქნება?
-აქ ბევრი კომპონენტი იქნება და უპირველესად განსხვავება ის იქნება, რომ საგურამოში სუფთა ჰაერია და საკვები, რასაც მოსწავლეები მიიღებენ, იქვე ლაბორატორიაში ყოველდღიურად შემოწმდება. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ საკვები 100% ქართული იყოს. მცირე მეურნეობებთან, გლეხებთან გვექნება ურთიერთობა, რომლებსაც საკმარისი პროდუქცია ექნებათ ლაბორატორიაში ჩააბარებენ. პრემიუმ სეგმენტზე გვაქვს გათვლა, რადგან ბავშვი ყველანაირად დაცული იქნება.