მძლავრი, მსუბუქი, მარტივად სამართავი, ერგონომიული – ეს ის მთავარი მახასიათებლებია, რომლებიც ინოვაციურ სასოფლო-სამეურნეო იარაღებს გამოარჩევს. ასეთი ინსტრუმენტები ფერმერის შრომას საგრძნობლად ამარტივებს, რაც მას დიდ ენერგიასა და დროს უზოგავს.
თანამედროვე სამუშაო იარაღების რა არჩევანი აქვს დღეს ფერმერს? რა ინოვაციური მახასიათებლებით გამოირჩევა ისინი და რომლებია მათი წამყვანი მწარმოებლები? – „აგროსფერო“ ამჯერად ინოვაციურ ინსტრუმენტებს გაგვაცნობს.
Felco-ს ინოვაციური სამუშაო იარაღები ნებისმიერი სიმძიმის სამუშაოსთვის
შვეიცარიული კომპანია Felco პროფესიონალურ სასოფლო-სამეურნეო იარაღებს 78 წელია ქმნის. მისი პროდუქცია მოიცავს სასხლავ მაკრატლებს, სამყნობ დანებს, ხერხებსა და სხვა ინსტრუმენტებს. კომპანია, ასევე, აწარმოებს მათთვის საჭირო აქსესუარებს, როგორებიცაა სალესები, ქამარზე სამაგრი ქარქაშები, საპოხი მასალები და სხვა. აღსანიშნავია, რომ Felco-ს სამუშაო იარაღებისთვის ხელმისაწვდომია სათადარიგო ნაწილებიც, რათა რომელიმე ნაწილის დაზიანების შემთხვევაში, ინსტრუმენტის შეცვლის ნაცვლად, გამოიცვალოს კონკრეტული ცვეთადი დეტალი.
Felco-ს პროდუქციის ყველაზე დიდი უპირატესობა მისი გამძლეობაა. კომპანია მის დასამზადებლად უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა მეტალს იყენებს და მეტი სიმტკიცისთვის უნიკალური ტექნოლოგიით ამუშავებს. შედეგად, ინსტრუმენტები დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელს სახეს და წლობით ემსახურება მომხმარებლებს. მაღალი ხარისხის პირების დამსახურებითვე, Felco-ს სამუშაო იარაღები მარტივად უმკლავდება სხვადასხვა სისქის ტოტებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ისინი ზუსტ და სუფთა ჭრას უზრუნველყოფს.
Felco დიდ ყურადღებას აქცევს ინსტრუმენტების დიზაინსაც, რათა მათი გამოყენება იყოს მოსახერხებელი და მარტივი. მჭრელი პირების გარდა, სწორედ იარაღების ერგონომიულობის დამსახურებაა, რომ ფერმერს ხელი და მკლავი ხანგრძლივი მუშაობის განმავლობაში არ ეღლება და დაცულია დაზიანებისგან.
Pellenc-ის მარტივად მანევრირებადი ელექტრო სამუშაო იარაღები
სასოფლო-სამეურნეო იარაღების კიდევ ერთი გამორჩეული მწარმოებელია ფრანგული კომპანია Pellenc. შესაძლოა, უკვე იცნობთ მის ვენახის კომბაინს, რომელიც მოსავლის სწრაფად აღებასა და ყურძნის ხარისხის შენარჩუნებას უზრუნველყოფს და არაერთი ქართველი ფერმერის საიმედო პარტნიორია. თუმცა ფერმერებში არანაკლებ პოპულარულია Pellenc-ის პროფესიონალური ელექტრო სამუშაო იარაღები, რომლებიც ვენახისა და ბაღების მოვლისთვის არის განკუთვნილი. ინსტრუმენტების ინოვაციურობას მათი სიმძლავრე, სიმსუბუქე და კომპაქტურობა განსაზღვრავს, რის გამოც ისინი ნებისმიერი სიმძიმის სამუშაოსთვის გამოიყენება და უზრუნველყოფს სუფთა და ზუსტ ჭრას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
Pellenc-ის იარაღებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს ვენახის ელექტრო მაკრატელი Vinion, რომელიც განსაკუთრებული სიმსუბუქით, კომპაქტურობითა და ერგონომიულობით გამოირჩევა. აღსანიშნავია მისი ელემენტის სიმძლავრეც, რომელიც სრულ სამუშაო დღეს ჰყოფნის. არანაკლები პოპულარობით სარგებლობს Pellenc-ის ვაზის საკავებელი Fixion, რომელიც ხვიების გაკეთების პროცესს ბევრად აჩქარებს. Pellenc-ის სამუშაო იარაღებში, ასევე, გამოირჩევა მოქნილი და მარტივად მანევრირებადი ელექტრო ჯაჭვური ხერხი Selion და ხეხილის სასხლავი მაკრატელი Prunion. ხერხი და ელექტრო მაკრატელი ერთდროულად ერთ ელემენტზე ერთდება მეტი კომფორტისთვის.
Freund-ის ბაღის ინსტრუმენტები პროფესიონალთა და მოყვარულთათვის
Freund გერმანული ბრენდია, რომელიც ბაღის ინსტრუმენტების სრულ სპექტრს ქმნის. პროდუქცია მოიცავს სასხლავ მაკრატლებს, ნიჩბებს, ცელებს, ნამგლებს, ცულებს, ფოცხებს, კულტივატორებს, ერთი სიტყვით, ყველაფერს, რაც შეიძლება მებაღეს დასჭირდეს.
Freund-ის იარაღები უმაღლესი ხარისხის მასალებისგან მზადდება და ძლიერი კონსტრუქციით გამოირჩევა. მისი ინსტრუმენტები ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ მებაღეებს შორის, რადგან მოსახერხებელი დიზაინის წყალობით, მათი გამოყენება ყველასთვის ერთნაირად მარტივია.
Felco-ის, Pellenc-ისა და Freund-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის სადისტრიბუციო კომპანია „აგროსფეროა“. სწორედ „აგროსფეროშია“ ხელმისაწვდომი წამყვანი ბრენდების გამძლე, მძლავრი და კომფორტული ინოვაციური სამუშაო იარაღების ყველაზე დიდი არჩევანი.