მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინოვაციური სტარტაპები ფონდიდან Startup Angels დაფინანსდება

5adf4207d5702
მაია ბიწაძე
24.04.18 19:00
1085
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ზვიადაძე ინოვაციურ სტარტაპებს მის მიერ ახლად შექმნილი ფონდიდან, ,,Startup Angels” დააფინანსებს, - ამის შესახებ ზვიადაძემ ,,საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.

"ჩვენთან შეიძლება არსებობდეს ძალიან კარგი სტარტაპები, მაგალითად ბიოტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, სადაც 100 ათასი ვაკანტური ადგილა ამჟამად მთელს მსოფლიოში და ვერავინ ავსებს. ჩვენს ქვეყანაში მთავარი პრობლემა სტარტაპების არის ის, რომ მათ არ აქვთ ფული. სააგენტოში მუშაობის დროს, ძალიან ბევრჯერ მინდოდა, რომ მათ ჩემი ფულით დავხმარებოდი, არა მოწყალება გამეღო, არამედ ინვესტიცია ჩამედო. ახლა მე მექნება ამის გაკეთების საშუალება, რაც არ მქონდა საჯარო სექტორში.

ვფიქრობ, რომ ჩვენი, ე.წ. Angel ინვესტორების ფონდი ერთი მილიონი ლარით დაიწყებს ოპერირებას. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დავიწყებთ ამ ორგანიზაციის შექმნას. ახლა ვიკვლევთ, რა როგორ უნდა იყოს. მოგეხსენებათ, კაპიტალური ბაზრების შესახებ კანონი არ არის მიღებული და ეს ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია ბევრი ვენჩერული და ანგელ ფონდისთვის, რომ შემოვიდნენ საქართველოში. მაგრამ, ვიცი რომ ამაზე მუშაობს ხელისუფლება და იმედი მაქვს, ამ კანონს ეროვნულ ბანკთან ერთად ძალიან მალე მიიღებენ. ასევე, სამომავლოდ ვგეგმავთ ვენჩერული ფონდის შემოყვანასაც საქართველოში „ - განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.

გიორგი ზვიადაძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტი დღეს დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები