მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინოვაცია ქართულ აგრარულ სექტორში-თანამედროვე მექანიზებული, ჯიპიეს სისტემით მართვადი ჩამრგველი ტექნიკა, რომლითაც გაშენდა 100ჰა-მდე ზეთისხილის ბაღები კახეთში, დედოფლისწყაროში

ინოვაცია ქართულ აგრარულ სექტორში-თანამედროვე მექანიზებული, ჯიპიეს სისტემით მართვადი ჩამრგველი ტექნიკა, რომლითაც გაშენდა 100 ჰექტრამდე ზეთისხილის ბაღები კახეთში, დედოფლისწყაროში.
20.05.24 11:41
342

გიორგი სვანიძის ზეთისხილის ბაღები 1000 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული დედოფლისწყაროში, კახეთში, საიდანაც იწარმოება “სვანიძის ზეთისხილის” ზეთი Extra Virgin და ზეთისხილის მარინადები.

ბაღში მიმდინარეობს აქტიური საგაზაფხულო სამუშაოები და მასთან ერთად დაწყებულია ახალი ბაღების გაშენებაც, რომელიც წელს 100 ჰექტრამდე ფართობს მოიცავს - 2024 წელს, კომპანია ახალ სეზონს შეხვდა ინოვაციური ჩამრგველი აგრეგატით, რომელიც რამდენჯერმე ამცირებს ჩარგვის ვადებს. აგრეგატი მიერთებულია ციფრულ ტექნიკაზე და მუშაობს მხოლოდ GPS სიგნალით, რომელიც მინიმალური ცდომილებით ახორციელებს ნერგების დარგვას. აგრეგატს შეუძლია დღეში 8-10 ჰექტრამდე ბაღის გაშენება, რომელიც 5-6 ათას ნერგს მოიცავს ამ ფართობზე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი სვანიძის ინიციატივით საქართველო შეუერთდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) 2019 წლიდან, რომელიც ზეთისხილის მწარმოებელ 48 ქვეყანას აერთიანებს, რაც მსოფლიოს ბაზრის 97%-ია. გიორგი სვანიძე თავად ამ საბჭოს ორგზის არჩეული პრეზიდენტი გახდა 2019-2021 წლებში, დღეს კი საპატიო პრეზიდენტის წოდებით აგრძელებს ქვეყნის წარდგენას საბჭოში.

აქვე შეგახსენებთ, რომ გიორგი სვანიძის სახელს უკავშირდება საქართველოში დანერგილი ზეთისხილის კულტურა, რომლის საქმიანობის უნიკალურობა მდგომარეობს ზეთისხილის კულტურის საქართველოში შემოტანასა და დანერგვაში. ზეთისხილით პრემიუმ ხარისხის ზეთისა და მარინადის პროდუქტების წარმოების გარდა, ამ უდიდესი წამოწყების საფუძველი საქართველოს აგრარული სექტორის ხელშეწყობა, რეგიონის განვითარება და ქართველი ფერმერების გაძლიერება იყო. „სვანიძის ზეთისხილის“ წარმოება მოიცავს 100%-ით ბუნებრივ, ექსტრა ვირჯინ ზეთისხილის ზეთს და მარინადებს, რომელიც საქართველოში მიღებული ზეთისხილის მოსავლიდან იწარმოება. ზეთისხილის პროდუქცია „სვანიძის“ ბრენდირებითაა ბაზარზე წარმოდგენილი, პროდუქცია ხელმისაწვდომია საქართველოს ქსელურ მარკეტებში, აგროჰაბში, კარფურში, ფრესკოსა და სმარტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები