მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

,,ინოვაციების ახალი ერა ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში – 4Hospitals-ის კიდევ ერთი კონფერენცია’’

,,ინოვაციების ახალი ერა ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში
24.12.24 10:00
2779

დღეს, როდესაც სამედიცინო სფერო სწრაფად ვითარდება და ბაზარზე კონკურენცია უკიდურეს ზღვარს აღწევს, წარმატება მხოლოდ მათ ხვედრია, ვინც ინოვაციებით და სტრატეგიული ხედვით გამოირჩევა.

4Hospitals ქართული სამედიცინო ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, რომელიც ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს და დარგის განვითარებაში აქტიურად მონაწილეობს. კომპანიის საქმიანობის მთავარი ინოვაციური პროდუქციის შეთავაზებაა , რაც თანამედროვე მედიცინის მოთხოვნებს ზუსტად შეესაბამება. იგი მოიცავს როგორც ტექნოლოგიურ სიახლეებს, ასევე უმაღლესი ხარისხის აღჭურვილობას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

კომპანიის წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველია მჭიდრო პარტნიორობა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან. პარტნიორებთან თანამშრომლობით კომპანია არა მხოლოდ ხარისხიან პროდუქტებსა და მომსახურებას უზრუნველყოფს, არამედ უწყვეტი პროფესიული განვითარების პლატფორმასაც ქმნის ქართველი სპეციალისტებისთვის და ქმნის სიახლეების უწყვეტ ციკლს.

საერთაშორისო კონფერენციებში და საგანმანათლებლო ღონისძიებებში კომპანიის აქტიური ჩართულობა 4Hospitals-ს ინოვაციების და საუკეთესო პრაქტიკების ადგილობრივ ბაზარზე დანერგვის საშუალებას აძლევს. უმთავრესია, რომ აღებული გეზი უბრალოდ ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებით არ შემოიფარგლება – კომპანია მიზნად ისახავს მედიცინის განვითარების ახალი მიმართულებების განსაზღვრას, რაც საქართველოსთვის ჯანდაცვის სფეროს გრძელვადიან გაუმჯობესების საფუძველს განაპირობებს.

16 ნოემბერს სასტუმრო „პარაგრაფმა“ უმასპინძლა ქართულ სამედიცინო სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას – 4Hospitals-ის ორგანიზებული კონფერენცია, რომელიც თანამედროვე ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ინოვაციებს დაეთმო. ამჯერად მთავარი ყურადღება დაეთმო Chison-ის ახალი თაობის ულტრაბგერით აპარატებს, რომლებიც რადიოლოგიის სფეროში ნამდვილი გარდატეხაა.

ღონისძიების ხარისხი და პროფესიონალიზმი განსაკუთრებით გამოიკვეთა Ultrasound Academy Georgia-ს მხარდაჭერით, რაც უზრუნველყოფს, რომ ქართველი ექიმები განახლებული ცოდნითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მიდგომებით იყენებდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები