მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინოვაციური დანიური  ბრენდი Danfoss-ი უკვე WELT-შია

ინოვაციური დანიური  ბრენდი Danfoss-ი უკვე WELT-შია
26.09.25 09:19
425

კომპანია WELT-ი უკვე წლებია, ქართულ ბაზარზე პრემიუმ MEP მასალების იმპორტსა და რეალიზაციას უზრუნველყოფს. მის პორტფოლიოში თავმოყრილია ბრენდები, რომლებიც ინოვაციური ინჟინრული გასაწყვეტილებებით გამოირჩევიან. ამ სიას გათბობის სისტემების მწარმოებელი, ცნობილი დანიური ბრენდი, Danfoss-იც შეემატა.

Danfoss-ი ცნობილია ენერგოეფექტური გათბობისა და ბალანსირების სისტემებით, რომლებიც კომფორტს, ტემპერატურის ზუსტ კონტროლსა და ხარჯების დაზოგვას უზრუნველყოფს. ბრენდი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას ერთდროულად მიიღოს მეტი კომფორტი და ნაკლები ხარჯი, რაც დანიური ინოვაციის კლასიკური მაგალითია.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე Expo Georgia-ში გამართულ სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენაზე WELT-მა ოფიციალურად წარმოადგინა Danfoss-ის სისტემები.

ბრენდის ენერგოეფექტური გათბობისა და ბალანსირების სისტემები უკვე ხელმისაწვდომია თბილისში მდებარე WELT-ის შოურუმში. სტანისლავსკის N1-ში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ და შეარჩიონ Danfoss-ის პროდუქცია, პირადად შეაფასონ ხარისხი, შეიტყონ მეტი დეტალი ბრენდის ტექნოლოგიური დახვეწილობისა და კომფორტის შესახებ.

WELT- უკვე წლებია ინარჩუნებს სანდო პარტნიორის რეპუტაციას ქართულ ბაზარზე. კომპანია მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე და მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტების შეთავაზებაზე. მისი მიზანია უზრუნვეყოს საქართველოს ბაზარზე ისეთი თანამედროვე, ენერგოეფექტური და კომფორტული საინჟინრო მასალებისა და აქსესუარების მიწოდება, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო მოსახერხებელს და ეფექტურს ხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები