მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინსტა - ინოვაციის და სანდოობის 25 წელი

649c5854aff8e
BM.GE
29.06.23 10:21
742
ელექტროსაინჟინრო სერვისებისა და პროდუქტების მიმართულებით ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანია “ინსტამ” დაარსებიდან 25 წლის იუბილე აღნიშნა. 1998 წლიდან დღემდე, კომპანიამ განვითარების დიდი გზა განვლო, მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს და ქართულ ბაზარზე სახელიც დაიმკვიდრა.

დაარსება და საწყისი წლები

“ინსტა” 1998 წელს დაარსდა. კომპანიის თავდაპირველი ხედვა ქართველი მომხმარებლისთვის ევროპული ხარისხის ელექტროსამონტაჟო პროდუქციის შეთავაზება იყო. რთული ეკონომიკური პირობებიდან და პერსონალის სიმცირიდან გამომდინარე, (რომელიც თავდაპირველად 3 ადამიანისგან შედგებოდა) ინსტას საწყის ეტაპებზევე მოუხდა არაერთ პრობლემასთან შეჭიდება. მიუხედავად მნიშნველოვანი გამოწვევებისა, მიზანდასახულობისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგად, "ინსტამ" მოახერხა ბარიერების დაძლევა.

კომპანიის განვითარება და გაფართოება

წლების მანძილზე “ინსტა” სტაბილურად ვითარდებოდა. განვითარების პარალელურად კომპანია ზრდიდა სერვისებისა და პროდუქტების არეალს. ხარისხზე და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულმა ხედვამ, "ინსტას" მალევე მოუტანა ნდობა და რეპუტაცია. სტრატეგიული დაგეგმარებისა და თანამედროვე მიდგომების მეშვეობით, “ინსტა” ბაზარზე წარმატებით დამკვიდრდა, რამაც კომპანიას საშუალება მისცა შეეძინა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პარტნიორები.

მიღწევები და მნიშვნელოვანი ფაქტები

25 წლის მანძილზე, “ინსტამ” არაერთ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია:

ბაზარზე პოზიციონირება: დღესდღეობით “ინსტა” ელექტრო საინჟინრო სფეროში საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც თანამშრომლობს როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო ბაზრის წამყვან ბრენდებთან. გამოცდილებაზე დაფუძნებული ხედვებითა და საქმიანობით, “ინსტა” თავის სფეროში სტაბილურად იკავებს მოწინავე ადგილს.

პერსონალის ზრდა და განვითარება: კომპანიის ერთ-ერთი ძლიერი მხარე და მნიშვნელოვანი დასაყრდენი პროფესიონალი თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდია. დღევანდელი მონაცემებით “ინსტაში” 150-ზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული, რომელთა პროფესიულ ზრდასა და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაზეც კომპანია მუდმივად ზრუნავს.

შესრულებული პროექტები:

ნდობის მოპოვებისთვის, აუცილებელია მომხმარებელი თავად დარწმუნდეს პროდუქტისა და სერვისების ხარისხში. 25 წლის მანძილზე, ინსტას 500-ზე მეტი ელექტრო საინჟინრო პროექტი აქვს შესრულებული.

სამომავლო ხედვები

„ინსტა“ კვლავ თავისი ღირებულებების ერთგული რჩება და აქტიურად ზრუნავს განვითარებაზე. შესაბამისად, უახლოეს მომავალში, კომპანიაში არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ცვლილება იგეგმება.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები