მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Instagram მომხმარებელთა ნაწილს პლატფორმაზე ხალხის მოსაზიდად $20 000-ს გადაუხდის

meta

Instagram-ის ახალი, შეზღუდული სატესტო ფუნქცია მომხმარებელთა ნაწილს მაქსიმუმ $20 000-ის გამომუშავების საშუალებას ორი გზით აძლევს:

1. $100 ყოველ ახალ ანგარიშზე, რომელიც Instagram-ზე კონკრეტული ადამიანის ინდივიდუალური ბმულის გავლით დარეგისტრირდება.

2. $100 ყოველ 1000 ახალ მომხმარებელზე, რომლებიც პლატფორმაზე ნავიგაციისთვის არსებული მომხმარებლის პერსონალურ ბმულს გამოიყენებენ.

ტექნოლოგიური გიგანტი Meta რეფერალურ პროგრამას ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე კვირაა ტესტავს. პროგრამის ხანგრძლივობა მაისი-ივნისის განმავლობაში 6 კვირაა. კრეატორებისთვის გაგზავნილი ინსტრუქციების თანახმად, Instagram-ი მომხმარებლებს მოუწოდებს, თავიანთი ანგარიშის ბმულები სხვა პლატფორმებზე, მაგალითად, TikTok-ზე გააზიარონ და ამით სოციალურ ქსელში ახალი მომხმარებლები მოიზიდონ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც Meta-მ სხვა პლატფორმებიდან მომხმარებელთა Instagram-ზე მოზიდვა სცადა. კომპანიის იანვრის ანგარიშის თანახმად, Meta-მ Instagram-ის "ინფლუენსერებს" და კრეატორებს $300 000-მდე სთავაზობდა იმისთვის, რომ მათ მოკლე ვიდეოები Reels-ის სახით ექსკლუზიურად მხოლოდ Meta-ს პლატფორმაზე განეთავსებინათ და არა TikTok-სა და სხვა სოციალურ ქსელებზე.

გარდა ამისა, კომპანიამ დამოუკიდებელი Breakthrough Bonus პროგრამაც იანვარში წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც TikTok-ის ინფლუენსერებს Instagram-ზე კონტენტის განთავსებისთვის $5000-მდე უხდიდა. შედეგად, Meta-ს ფინანსური დირექტორის ცნობით, Instagram-ის მომხმარებლები პლატფორმაზე გატარებული დროის ნახევარს Reels-ების ყურებას უთმობენ.

Bloomberg-ის თანახმად, Instragam-ი მხოლოდ აშშ-ში $32 მილიარდის სარეკლამო შემოსავალს მიიღებს. სოციალურ ქსელს ქვეყანაში 169 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები