Instagram-ს ახალი ფუნქციები ემატება. ამჯერად სოციალური ქსელი ფოტო სერვისს აუმჯობესებს.
"მომხმარებელი პროფილზე განთავსებულ ფოტოებზე დაწერილი ტექსტის უცხო ენიდან თარგმნას და ფოტოს აღწერას შეძლებს" ,- ვკითხულობთ Instagram-ის ანგარიშში.
“ Instagram-ის მომხმარებელთა რიცხვი იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე ეს ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. მოხარულები ვართ, თქვენ ძალიან მალე შეძლებთ ამ მომენტის განცდას, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ენაზე საუბრობთ“-აღნიშნულია ანგარიშში.

























