Instagram მიმდინარე წლის ყველაზე პოპულარული ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც სოციალურმა ქსელმა ყველაზე ხშირად გაკეთებული Check-in-ების მიხედვით შეადგინა.
გარდა წლის ყველაზე პოპულარული ქალაქებისა, Instagram-მა ოფიციალურ ვებგვერდზე სხვა რეიტინგებიც გამოქვეყნა. მაგალითად, წლის საუკეთესო ფოტოდ სელენა გომესის დაბადების დღის ფოტო დაასახელა, რომელსაც 7 მილიონი მოწონება ჰქონდა.
ყველაზე პოპულარულ ქალაქად ნიუ-იორკი დასახელდა, ხოლო ამ ქალაქის ყველაზე პოპულარულ ლოკაციებს შორის, არის ბრუკლინის ხიდი, ცენტრალური პარკი და თაიმს სქვერი.
Instagram-ის 2017 წლის ყველაზე პოპულარული ქალაქების ტოპ- ათეული ასე გამოიყურება:
1. ნიუ იორკი
2. მოსკოვი
3. ლონდონი
4. სან პაულო
5. პარიზი
6. ლოს ანჟელესი
7. სანქტ პეტერბურგი
8. ჯაკარტა
9. სტამბოლი
10. ბარსელონა

























