მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინსტრუქციები სურსათის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის და ობიექტებისთვის

5e79e3eae8f3d
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.20 14:53
1172
სურსათის მწარმოებელი, გადამამუშავებელი ობიექტები ვალდებულნი არიან სურსათის ნებისმიერი სახით დამუშავების დროს დაიცვან ტემპერატურული რეჟიმები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მედიას შეზღუდვებთან დაკავშრებით ინფორმაცია გააცნო.

„პერსონალი ვალდებულია, გამოიყენოს პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი, ასევე ხშირად, თხევადი საპნით და წყლით უნდა დაიბანოს ხელები, ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ ხელები უნდა დაიმუშაოს არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ან სადეზინფექციო ხსნარით;

ამასთან, პერსონალმა უნდა უზრუნველყოს ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის ხშირი რეცხვა და დეზინფექცია, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით. სურსათის მწარმოებელი, გადამამუშავებელი ობიექტები ვალდებულნი არიან, სამუშაოს დაწყების წინ უნდა გააკონტროლონ პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სურსათის ნებისმიერი სახით დამუშავების დროს მკაცრად უნდა იყოს დაცული ტემპერატურული რეჟიმები“, - განმარტა ჩიქოვანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები