მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინტეგრირებული თეატრის მსახიობებს, შესაძლოა, სახელმწიფომ ხელფასი დაუნიშნოს

5ab6ad994e344
მეგი კავთუაშვილი
25.03.18 15:30
2536
საქართველოში პირველი ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ მალე ახალ შენობაში გადავა, სადაც სპექტაკლებს საკუთარ სცენაზე დადგამენ. „აზდაკის ბაღი“ 18 შშმ და 8 ტიპური განვითარების მსახიობს აერთიანებს, რომელთაც ერთობლივი შრომით უკვე 5 სპექტაკლი დადგეს. დასი 2 წელია არსებობს. როგორც მისი ხელძღვანელი ბაჩო გაბრუაშვილი bm.ge-სთან საუბარში აცხადებს, არასამთავრობო და სახელმწიფო სტრუქტურები აქტიურად ცდილობენ მათ მხარდაჭერას. მისივე ინფორმაციით, თბილისის მერიასთან მიმდინაროებს მოლაპარაკებები შენობის გადაცემასთან დაკავშირებით. სადაც 20-მდე შეზრუდული შესაძლებლობის მქონე მსახიობი დასაქმდება და ყოველთვიურად ხელფასს აიღებს.

„მე ვმუშაობდი სარეაბილიტაციო ცენტრებში დრამათერაპიაზე. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ შშმ პირებს არანაკლები უნარები აქვთ, ვიდრე ტიპური განვითარების მსახიობებს. 2 წლის წინ როდესაც ინტეგრირებული დასის ჩამოყალიბება გადავწყვიტე ყველაფერი არც ისე მარტივი იყო. მთავარ სირთულეს წარმოადგენდა რესურსების სიმწირე. ჩვენივე ძალებით მოვახერხეთ და დავიწყეთ საქმიანობა. იჯარით ავიღეთ შენობა, სადაც ამ დრომდე ვართ და მაყურებელს საინტერესო და მრავალფეროვან სპექტაკლებს ვთავაზობთ. დღეის მდგომარეობით, გვაქვს მოლაპარაკებები სახელმწიფო უწყებებთან და შესაძლოა ძალიან მალე, ჩვენმა მსახიობებმა ყოველთვიური ხელფასიც კი მიიღონ. ეს იქნება უპრეცენდენტო მოვლენა. შშმ პირები იცხოვრებენ არა მხოლოდ პენსიაზე და დახმარებაზე, არამედ, ისინი თავისი შრომით გამოიმუშავებენ ფინანსებს“ - აცხადებს ბაჩო გაბრუაშვილი.

„აზდაკის ბაღის“ შემოქმედებიდან ყველაზე წარმატებული სპექტაკლია „კაცია-ადამიანი“. ამჟამად ინტეგრირებული დასი მეექვსე წარმოდგენაზე მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები