მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

INTEL-ი ისრაელში ჩიპების საწარმოს ააშენებს - ინვესტიცია რეკორდული $25 მილიარდია

64902e84501c0
გიორგი თოლორდავა
20.06.23 00:05
1514
კომპიუტერული ჩიპების და ნახევარგამტარების მწარმოებელი უმსხვილესი ამერიკული კომპანია Intel-ი ისრაელში 25 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც ჩიპების ქარხნის მშენებლობას და კვლევითი ცენტრის მოწყობას მოიცავს.

ეს კერძო კომპანიის მიერ ისრაელში განხორციელებული რეკორდული ინვესტიცია იქნება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ Inteli-ი ისრაელზე უდიდეს ფსონს დებს.

ახალი ქარხანა 2027 წელს უნდა გაიხსნას და იქ ათასობით ადგილობრივი უნდა დასაქმდეს, მათი ანაზღაურება კი ქვეყნის საშუალო ხელფასზე გაცილებით უფრო მაღალი იქნება.

კოლოსალური ინვესტიციის სანაცვლოდ, ამერიკული კომპანია საგადასახადო შეღავათებს, სუბსიდიებსა და გრანტებს მიიღებს. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, Intel-ს ექნება სრული მხარდაჭერა და თანადგომა ისრაელის მთავრობის მხრიდან, რათა პროექტი რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს.

ბოლო 60 წელია, რაც ისრაელი გლობალურ ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბდა, იქ შეხვდებით პლანეტის უმსხვილესი კომპანიების ქარხნებს, ოფისებსა და კვლევით ცენტრებს. ტექნოლოგიურ ინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მეცნიერების მნიშვნელოვანი ნაწილი კი წარმოშობით სწორედ ისრაელიდანაა.

Intel-ის განცხადებით, კომპანია ისრაელში ამჟამად 42,000 თანამშრომელს ასაქმებს, თუმცა ახალი ქარხნის აშენების შემდეგ მათი რაოდენობა დრამატულად გაიზრდება, რაც, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკაზეც ფრიად პოზიტიურად აისახება.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები