მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Intel-მა კომპანია Mobileye-ს აქციები საფონდო ბირჟაზე განათავსა, IPO-ს მოცულობა $17 მილიარდია

635beadb36c85
გიორგი თოლორდავა
28.10.22 23:00
662
კომპიუტერული მოწყობილობების მწარმოებელმა უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანია Intel-მა შვილობილი ორგანიზაციის, Mobileye-ს აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსების გადაწყვეტილება მიიღო.

უოლ-სტრიტზე Mobileye-ს დებიუტი წარმატებით შედგა, IPO-ს მოცულობამ თითქმის 17 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მიმდინარე წლის ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგებაა.

კომპანია Mobileye სატრანსპორტო საშუალებების ავტონომიური მართვის ტექნოლოგიის განვითარებაზე მუშაობს და ის ავტოპილოტის არაერთ პროტოტიპსა თუ პატენტს ფლობს. თავად კომპანია 1999 წელს ისრაელში ებრაელმა მეწარმემ, ამნომ შაშუამ დააფუძნა, თუმცა 2017 წელს 15.3 მილიარდ დოლარად ის კომპანია Intel-მა შეიძინა.

მართალია, Mobileye ახალა უკვე საფონდო ბირჟაზეა დალისტული, თუმცა მას ისევ Intel-ი აკონტროლებს. საქმე ისაა, რომ მისი აქციები ორ ნაწილად Class A და B-დ გაიყო, რაც იმას გულისხმობს, რომ A კატეგორიის აქციონერები პირდაპირ დივიდენდებს მიიღებენ, B კატეგორიის აქციონერებს კი უშუალოდ კომპანიის მართვის პროცესში ჩარევის და გადაწყვეტილებების მიღების უფლება აქვთ, Intel-ი კი B კატეგორიის აქციების 99.4%-ს ფლობს.

Mobileye-ს საფონდო ბირჟაზე განთავსების მთავარი მიზანი დამატებითი კაპიტალის მოზიდვაა, რომელსაც Intel-ი პროცესორებისა და ნახევარგამტარების ახალი ქარხნის ასაშენებლად გამოიყენებს.



"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.