მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Intel-ს საბაზრო კაპიტალიზაციით AMD-მ გადაუსწრო | ლიდერობისთვის ბრძოლა პროცესორების ინდუსტრიაში

62e65c9dc68e4
გიორგი თოლორდავა
31.07.22 16:25
909
კომპიუტერული პროცესორების ინდუსტრია მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშეა - ისტორიულად ლიდერ კომპანია Intel-ს საბაზრო კაპიტალიზაციით მისმა უმთავრესმა კონკურენტმა AMD-მა გადაუსწრო.

მიმდინარე კვირის სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ, AMD-ის საბაზრო ღირებულება 153.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა; Intel-ის კი 148.5 მილიარდამდე შემცირდა.

საგულისხმოა, რომ უოლ-სტრიტის ბოლო სავაჭრო სესია Intel-ისთვის უაღრესად არასახარბიელო შედეგით დასრულდა - კომპანიის აქციების ღირებულება თითქმის 9%-ით დაეცა, რაც იმედგამაცრუებელი კვარტალური შედეგების გასაჯაროებითაა განპირობებული.

ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ Intel-მა მეორე კვარტალში 15.3 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $18-მილიარდიან მაჩვენებელს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომპანიის შემოსავლები 22%-ითაა შემცირებული, რაც 1999 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ასევე აღსანიშნავია, რომ II კვარტალი Intel-მა $453-მილიონიანი ზარალით დახურა.

კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, არასახარბიელო შედეგები მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური აქტივობის შემცირებით და ნახევარგამტარების დეფიციტითაა განპირობებული.

რაც შეეხება Advanced Micro Device-ს, კომპანია კალიფორნიაში 1969 წელს დაფუძნდა და ის მსოფლიოს მასშტაბით 16,000-მდე თანამშრომელს ასაქმებს. ერთკვირიან ჭრილში AMD-ის აქციების ღირებულება 9.1%-ითაა გაზრდილი; ხოლო ერთთვიანში ზრდის მაჩვენებელი +23.5%-ს შეადგენს.

საქართველოს ბანკის მობილბანკით 6 000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Meta, Berskhire Hathaway, Intel და AMD.  დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები