მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი ზვიად კვარაცხელია დააკავეს

ზვიად კვარაცხელია

გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი ზვიად კვარაცხელია დააკავეს. ამის შესახებ "ინტელექტის" საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, გვანცა ჯობავა სოციალურ ქსელში წერს.

ზვიად კვარაცხელია რუსთაველზე მიმდინარე პროევროპულ აქციებში მონაწილეობს. მისი დაკავება სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდება.

"გაუმარჯოს თავისუფალ და მებრძოლ საქართველოს!",- დაწერა გუშინ კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში და აქციაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

BMG შეეცდება, დამატებითი დეტალები გაარკვიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები