მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ დავებს სასამართლოს ვიწრო სპეციალიზაცია განიხილავს

5b30d11659ad0
ანუკა ჯოხაძე
25.06.18 15:24
706
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 ივლისიდან საბჭოს სპეციალიზაციას ემატება ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავები.

ამასთან, საქალაქო სამსახურში აანონსებენ, რომ ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ დავებთან ერთად, შესაძლოა, კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციას წლის ბოლომდე პარტნიორებს შორის არსებული დავების განხილვაც დაემატოს.

"18 ივნისს უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციას კიდევ ერთი მიმართულება დაემატება. ეს არის ინტელექტუალური დავები, რომელიც დაკავშირებულია სასაქონლო ნიშანთან.

ჩვენ თავიდან არ გადავტვირთეთ ეს სპეციალიზიაცია. ამ მიმართულების დამატების შემდეგ თითო მოსამართლეს დამატებით 9-10 საქმე დაემატება, რაც თვეში თითო მოსამართლეზე 1 საქმეს უდრის”-განაცხადა BM.GE-სთან საუბარში საქართველოს უისტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები