მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტელექტუალური საკუთრება: მედლის ორი მხარე

BM.GE
02.09.22 11:56
401
აგვისტოს ბოლოდან აჭარანეტი და აიმუვისი ხელმიუწვდომელია. როგორც მარეგულირებელი ამბობს, ინტერნეტსივრცეში მოპარული კონტენტის გავრცელება კანონით აკრძალულია და სწორედ ამიტომ ისინი ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, წლებია დაინტერესებულ პირებთან და ორგანიზაციებთან ერთად ინტერნეტსივრცის არალეგალური კონტენტისგან გათავისუფლებისთვის აქტიურად მუშაობენ. აგვისტოში ვებგვერდების წარმომადგენლებისთვის საკუთარ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტის კანონთან შესაბამისობაში მოყვანისთვის განკუთვნილი ორწლიანი ვადა ამოიწურა.

რა შედეგს მოიტანს ეს და ვისთვის? – ეს არის დღეს მთავარი კითხვა, რადგან ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან არსებული დამოკიდებულება ცალსახა ნამდვილად არ არის.

რა არის ინტელექტუალური საკუთრება: ინვესტოპედია ამ ტერმინს განმარტავს, როგორც არამატერიალური აქტივების ფართო კატეგორიას. არამატერიალური აქტივი არის არაფიზიკური აქტივი, რომელსაც ფლობს ინდივიდი ან კომპანია. ინტელექტუალური საკუთრების ცნება გულისხმობს იმას, რომ გარკვეული ტიპის არამატერიალურ აქტივებზე უნდა გავრცელდეს დაცვის ისეთივე მექანიზმები, როგორც ეს ხდება ფიზიკური აქტივების შემთხვევაში. ყველაზე გავრცელებულია: პატენტები – მაგალითად, გამოგონებების, ინდუსტრიული დიზაინის, კომპიუტერული კოდების დასაცავად; სავაჭრო ნიშნები – მაგალითად, ლოგოების, ბრენდის სახელწოდებების დასაცავად; საავტორო უფლებები – მაგალითად, წიგნების, ფილმების, მუსიკის, ონლაინ კონტენტის დასაცავად.

სტუმრები: ზუკა ბეჟაშვილი - ანტიმეკობრული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი;
ჰერმან საბო - პარლამენტარი;


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები