საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში საკუთარი ბინის შეძენა მნიშვნელოვანი და ემოციური ნაბიჯია, თუმცა დისტანციურად ეს პროცესი ხშირად გარკვეულ ბიუროკრატიულ და ტექნიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესმა და ტერაბანკმა პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს იპოთეკური სესხის სპეციალურად მათზე მორგებული, გამარტივებული პირობები შესთავაზეს.
ახალი ინიციატივა ემიგრანტებს საშუალებას აძლევს, საქართველოში ჩამოსვლის გარეშე, სრულიად დისტანციურად მოითხოვონ სესხი და შეიძინონ სასურველი უძრავი ქონება. პროექტის ფარგლებში მომხმარებლები სარგებლობენ განსაკუთრებული საპროცენტო განაკვეთით, სადაც პირველი წლის განმავლობაში ფიქსირებული განაკვეთი 12.50%-დან იწყებ, ხოლო ეფექტური წლიური განაკვეთი - 14.9%-დან. სესხის მაქსიმალური ვადა 15 წლამდეა, ხოლო დაფინანსების მისაღებად უზრუნველყოფის სახით მხოლოდ შესაძენი უძრავი ქონება განიხილება.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბარიერი, რასაც საზღვარგარეთ დასაქმებული მოქალაქეები აწყდებოდნენ, ოფიციალური დოკუმენტებით შემოსავლის დადასტურება იყო. პარტნიორილი შეთავაზების კიდევ ერთი უპირატესობა, 20%-იანი თანამონაწილეობის წარმოდგენის შემთხვევაში, სესხის განხილვა მხოლოდ გაცხადებული შემოსავლის საფუძველზეა შესაძლებელი. ამასთან, მომხმარებლებს არჩევანის სრული თავისუფლება აქვთ: ბინის ან კერძო სახლის შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც კერძო პირებისგან, ისე ტერაბანკის პარტნიორი სამშენებლო და დეველოპერული კომპანიებისგან.
როგორც ინტელიექსპრესში აღნიშნავენ, კომპანიის სტრატეგიული პრიორიტეტი ემიგრანტებისთვის ფინანსური სერვისების მაქსიმალურად გამარტივებაა. ტერაბანკთან თანამშრომლობა სწორედ იმას ემსახურება, რომ საზღვარგარეთ მყოფ ადამიანებს სამშობლოში კაპიტალის დაბანდება და საკუთარი კერის შექმნა დაბრკოლებების გარეშე შეეძლოთ.
შეთავაზებით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს პირველადი ანალიზის გავლასა და ონლაინ განაცხადის შევსებაში ინტელიექსპრესის თანამშრომლები დაეხმარებიან, ტერაბანკი საკრედიტო განაცხადს უმოკლეს ვადაში განიხილავს, ხელშეკრულება კი საქართველოში მყოფი მინდობილი პირის მეშვეობით გაფორმდება.
ინტელიექსპრესი და ტერაბანკი მომავალშიც გეგმავენ ემიგრანტების საჭიროებებზე მორგებული ერთობლივი პროექტებისა და ინოვაციური პროდუქტების განვითარებას
























