მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტელიექსპრესი ოქროს ლომბარდის ბარათის მფლობელებს საერთაშორისო შენაძენებზე 20%-იან ქეშბექს სთავაზობს

ინტელიექსპრესი ოქროს ლომბარდის ბარათის მფლობელებს საერთაშორისო შენაძენებზე 20%-იან ქეშბექს სთავაზობს   
24.11.26 16:17
• 90

ინტელიექსპრესი მომხმარებლებს ახალ აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც ოქროს ლომბარდის ბარათის მფლობელები, უცხოური საიტებიდან ინექს გრუპით ამანათის გამოწერისას, გადახდილი თანხის 20%-ს (მაქსიმუმ 100 ლარს) ქეშბექის სახით დაიბრუნებენ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საკმარისია მომხმარებელმა ნებისმიერ საერთაშორისო ონლაინ მაღაზიაში ანგარიშსწორება ინტელიექსპრესის Mastercard საკრედიტო ბარათით შეასრულოს, ხოლო გამოწერილი ამანათი ნებისმიერი ქვეყნიდან ინექს გრუპის საერთაშორისო საწყობში მიიღოს, რის შემდეგაც დაბრუნებული თანხა პირდაპირ InexPay-ის ანგარიშზე ჩაერიცხება. აქცია ძალაშია 31 დეკემბრის ჩათვლით.

ინტელიექსპრესის საკრედიტო ბარათის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ კომპანიის ნებისმიერ ფილიალს და ისარგებლონ ოქროს სალომბარდე სესხით და ოქროს უმაღლესი შეფასებით. ამასთან, მიმდინარე აქციის ფარგლებში, კომპანია მომხმარებლებს სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან პორტირებასაც სთავაზობს, რაც ოქროს სესხის სპეციალური პირობით - 1.5%-ად მიღების შესაძლებლობას იძლევა.

სესხის გაფორმების შემდეგ თანხა ირიცხება ინტელიექსპრესის Mastercard საკრედიტო ბარათზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა აუთვისებელ თანხაზე პროცენტის არარსებობაა. რაც იმას ნიშნავს, რომ ბარათის მფლობელი საპროცენტო სარგებელს იხდის მხოლოდ იმ თანხაზე, რომელსაც რეალურად იყენებს, ხოლო საერთაშორისო ონლაინ შოპინგისას დამატებით იბრუნებს დახარჯული თანხის ნაწილს.

ინტელიექსპრესში განმარტავენ, რომ ახალი კამპანიის მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული და მომგებიანი გამოცდილების შექმნაა. უცხოური ონლაინ პლატფორმებიდან გამოწერის მზარდი მოთხოვნის ფონზე, კომპანია ერთ ეკოსისტემაში აერთიანებს ინტელიექსპრესის, ინექს გრუპისა და InexPay-ის სერვისებს, რაც მომხმარებელს გადახდის მოქნილ სისტემასთან ერთად რეალურ ფინანსურ სარგებელს სთავაზობს და საერთაშორისო შოპინგს ბევრად უფრო ხელსაყრელს ხდის.

აქციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები