მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინტენსიური თოვის გამო, რომელ საავტომობილო გზებზე იკრძალება/იზღუდება მოძრაობა?

რიკოთი

საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების ნაწილზე ინტენსიური თოვის გამო მოძრაობა შეიზღუდა ან აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს:

  • მლეთა-კობის მონაკვეთი

„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ79-კმ107 მლეთა–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის საგზაო მოძრაობა.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე, საგზაო მოძრაობა თავისუფალია“.

  • სურამის სატრანსპორტო კვანძი

„ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“.

  • ვერონა-თელავის მონაკვეთი

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“.

  • თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზა

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.*

* თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზაზე შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია 01:20 განახლდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები