მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Inter-Rao-მ საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი მსოფლიო ბანკის დავების ცენტრში შეიტანა

598967b4ce9bc
BM.GE
08.08.17 11:24
1154
"ინტერ-რაომ“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების საერთაშორისო ცენტრში (ICSID) შეიატანა. რუსული მედიის ცნობით, კომპანია საქართველოსგან $175 მილიონს ითხოვს.

თანხას კომპანია ლარის გაუფასურებისგან მიღებული დანაკლისისთვის ითხოვს.
„ინტერ რაოს“ სტრუქტურები - ნიდერლანდებში რეგისტრირებული Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V თელასის 75%-ს და „ხრამი 1“-სა და „ხრამი 2“-ის 100%-ს ფლობენ და სტიმულირებისა და ინვესტიციის ურთიერთდაცვის ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის შეთანხმების დარღვევაზე ჩივიან.

Inter-Rao-ს შვილობილმა კომპანიებმა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს ანალოგიური სარჩელით უკვე მიმართეს, სადაც დანაკლისი $125 მილიონად იყო შეფასებული.

„ქართულმა მხარემ არ შეასრულა მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებები, რომელშიც ნათქვამია, რომ ლარის გაუფასურების შემთხვევაში კომპანიისთვის შესაბამისი დანაკარგის კომპენსირება უნდა მოხდეს“, - განმარტავენ კომპანიაში.