მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინტერაქცია და კითხვა პასუხის რეჟიმი - საპენსიო სააგენტო შეხვედრებს განაგრძობს

5cee8a42a791b
BM.GE
29.05.19 17:40
1466
მიმდინარე რეფორმის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ მარნეულის საზოგადოებრივ კოლეჯში ისაუბრა.

კოლეჯების, სკოლების, კლინიკებისა და კულტურის სახლის თანამშრომლებმა დაგროვებით საპენსიო სქემაზე მიიღეს ინფორმაცია, ასევე, საპენსიო სააგენტოს სტრუქტურას, ელექტრონულ სისტემას, პირადი საპენსიო ანგარიშების შემოწმების საკითხებს, ჩართულ ადამიანთა რაოდენობასა და საპენსიო ასაკში პენსიის დანიშვნის თემებს გაეცნენ.

"დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედება არის საუკეთესო გადაწყვეტილება და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმა არის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ღირსეულ საპენსიო ასაკს უზრუნველყოფს. საზოგადოებას დრო სჭირდება, რომ კარგად დაინახოს საპენსიო რეფორმის შედეგები. ამ შეხვედრებით ჩვენ ვცდილობთ, მოსახლეობას პირადად ავუხსნათ, რა სარგებლის მომტანია დაგროვებითი საპენსიო სქემა თითოეული მოქალაქისა და მთელი ქვეყნისთვის", - განაცხადა ვაჟა ჯაფოშვილმა.

მარნეულში გასვლით შეხვედრას 100-მდე ადამიანი დაესწრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები