მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტერნეტ ოპერაციები იზრდება - რა თანხა იხარჯება საზღვარგარეთ?

ამანათები

საქართველოში ინტერნეტით განხორციელებული შესყიდვები იზრდება. აგვისტოში ინტერნეტით 23 561 813 ოპერაცია განხორციელდა. ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული სტატისტიკით, ტრანზაქციები წლიურად 4.6 მილიონით, ანუ 24%-ით არის გაზრდილი, თუმცა თვის ჭრილში მცირედით კლებაა. ივლისში სებ-მა ინტერნეტით განხორციელებული 23.76 მლნ ოპერაცია აღრიცხა.

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტით აგვისტოში 2.2 მლრდ ლარის ოპერაციები შესრულდა, რაც 0.5 მლნ ლარით ანუ 32%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ოპერაციების უდიდესი ნაწილი როგორც რაოდენობრივად, ისე თანხობრივად ქვეყნის შიგნით განხორციელდა. აგვისტოში საზღვარგარეთ 4.49 მილიონზე მეტი ოპერაცია შესრულდა,

სებ-ის სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს 8 თვეში ინტერნეტის მეშვეობით უცხოეთში 4.5 მილიარდი ლარის ოპერაციები შესრულდა. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 3.9 მილიარდი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები