მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტერნეტის ფასები საქართველოში - რას აჩვენებს ბაზრის კვლევა?

100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი 136%-ით, ხოლო 10 გბ მობილური ინტერნეტი სასაუბრო დროსთან ერთად 35%-ით ძვირია საქართველოში ვიდრე ევროპის ქვეყნებში - კომუნიკაციების კომისია საქართველოში რიგ სეგმენტებში მაღალ ფასებზე საუბრობს. კომისიის დაკვეთით ჩატარებული “ბენჩმარკინგის” კვლევის მიხედვით, საქართველოში დაბალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებები, როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, კვლევაში შემავალი ქვეყნების ფასების თითქმის ანალოგიური ან უფრო იაფია. თუმცა მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებების ფასები - ევროპული ქვეყნების საშუალოს მნიშვნელოვნად აჭარბებს. კვლევის გამოქვეყნებას მსხვილი ტელეკომოპერატორების კრიტიკა მოჰყვა. comcom-ის მხრიდან ტარიფების ნეგატიურად წარმოჩენა, სავარაუდოდ, ბაზრის რეგულირებისთვის საფუძვლის შექმნას ემსახურება - მიიჩნევს კომპანია სილქნეტი, "მაგთიკომში" კი, აცხადებენ, რომ კომისია ბაზარზე მოქმედი საკომუნიკაციო კომპანიების დისკრედიტაციას ცდილობს - რა აჩვენა კვლევამ, რა არგუმენტები აქვს და რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს კომისია ბაზარზე კონკურენციის გასაზრდელად?

სტუმარი: ეკატერინე იმედაძე - კომუნიკაციების კომისიის წევრი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები