მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა

5a0af4ca7ca95
bm.ge
14.11.17 17:50
1000
Freedom House-მა ინტერნეტის თავისუფლების 2017 წლის ინდექსი გამოაქვეყნა.

ინდექსში საქართველომ 24 ქულა მოიპოვა. საქართველო აღნიშნული ქულით "თავისუფალი“ ქვეყნების სიაშია. ინდექსში 0 ქულით ყველაზე თავისუფალი ქვეყანა ფასდება, 100 ქულით კი ყველაზე არათავისუფალი. გასულ წელს საქართველოს 25 ქულა ჰქონდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში საქართველოში ინტერნეტ თავისუფლების მაჩვენებელი გაზრდილია, ასევე იზრდება ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობაც, განსაკუთრებით კი სოციალური ქსელების მოხმარების კუთხით.

ამასთან, ანგარიშში მოხვდა სახელმწიფო უწყებების მხრიდან ელექტრონული მმართველობის პლატფორმების გამოყენების მაჩვენებლებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები