მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტერვიუ OKTO Group-ის მმართველ პარტნიორთან და თანადამფუძნებელთან - ნუგზარ ბერიშვილთან

ოქტო გრუფ
31.07.24 14:41
471

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, იქნება ეს დედაქალაქში მდებარე საცხოვრებელი ბინები თუ ზღვის სანაპიროზე გამორჩეული საინვესტიციო ფართები, არჩევანის სიმრავლე რიგითი უძრავი ქონების მაძიებელებისთვის დამაბნეველიც კი შეიძლება იყოს.

დღესდღეობით ბათუმი ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის დასახელდა. სწორედ ამიტომ საინტერესოა თუ, რომელი დეველოპერული კომპანიები გვხვდებიან აქ და როგორ პოზიციონირებენ ისინი ბაზარზე.

ამჯერად განვიხილავთ ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე ახალი მოთამაშეს OKTO Group-ს, რომელიც უკვე იპყრობს ყურადღებას მშენებლობის მიმართ უნიკალური მიდგომით. 2023 წელს დაარსებული კომპანია სწრაფად იკიდებს ფეხს სამშენებლო ინდუსტრიაში, სადაც ხელოვნებასა და არქიტექტურას ერთმანეთს უნიკალურად აკავშირებს.

ამ სტატიაში ვეცდებით უკეთ გავიცნოთ ეს კომპანია. მაშ ასე, გთავაზოთ ინტერვიუს OKTO Group-ის მმართველ პარტნიორთან და თანადამფუძნებელთან - ნუგზარ ბერიშვილთან, რომელშიც განვიხილავთ კომპანიის პირველი პროექტს, მიზნებსა და სამომავლო გეგმებს.


- OKTO Group შედარებით ახალი მოთამაშეა ბაზარზე. შეგიძლიათ გვიამბოთ თქვენი პროექტის OKTO ART HOUSE-ის შესახებ და რატომ არის ის გამორჩეული?

OKTO ART HOUSE არის თანამედროვე და გამორჩეული საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ბათუმის ახალი ბულვარის პრესტიჟულ ნაწილში, სანაპირო ზოლიდან 500 მეტრში. OKTO ART HOUSE-ს გამოარჩევს უნიკალური, ხელოვნებაზე დაფუძნებული კონცეფცია. კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი ბავშვთა სამხატვრო სკოლა და საგამოფენო გალერეაა. ასევე, თითოეული სართულის დერეფნები დეკორირებულია ქართველი მხატვრების ნამუშევრებით.

- თქვენი კომპანიის სახელწოდება "OKTO ART HOUSE" სიმბოლურად გამოხატავს ხელოვნების რვა ელემენტს. როგორ აისახება ეს კონცეფცია თქვენს პროექტში?

OKTO Group - ეს არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის სახელი, არამედ ღრმა სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. სახელი „ოქტო“ ბერძნულ ენაზე რვას ნიშნავს, რაც უსასრულობის, ჰარმონიული ბალანსისა და წარმატების სიმბოლოა, რომელიც გამოხატავთ ჩვენს მიზანს და მისწრაფებას, რომ შევქმნათ პროექტები, რომლებიც იქნება განსხვავებული და შთამბეჭდავი, რაც თავის მხრივ, გრძელვადიანი ღირებულების შექმნას გულისხმობს.

- რა როლს ასრულებს ქართველი მხატვრების ნამუშევრები თქვენს პროექტებში და როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს ეს მიდგომა მომხმარებლებზე?

კომპლექსის სახელი გვეუბნება რომ მის შენებაში დიდი დატვირთვა ხელოვნებას აქვს. პროექტ - OKTO ART HOUSE - ის თითოეული სართულის დერეფნები დეკორირებულია ქართველი მხატვრების ნამუშევრებით. ამ გზით ვცდილობთ კულტურული იდენტობის შენარჩუნებას. ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართველი მხატვრების ნამუშევრები კომპლექსის ინტერიერის ნაწილი გახდება და ამით ჩვენი ქვეყნის უნიკალური კულტურისა და ხელოვნების ისტორიის ცნობადობას შეუწყობს ხელს.

- თქვენი კომპანიის ერთ-ერთი ღირებულებაა ნდობა. როგორ ცდილობთ ამ ღირებულების განმტკიცებას მომხმარებლებთან ურთიერთობაში?

OKTO Group-ის ერთ-ერთი ძირითადი ღირებულება, ნდობა, ჩვენი კომპანიის ყველა საქმიანობის საფუძველია და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომხმარებლებთან ურთიერთობაში. ნდობის განმტკიცებისკენ მიმართულ ნაბიჯებს რამდენიმე მთავარი მიმართულებით ვახორციელებთ:

გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობა - ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით და ვაფასებთ ჩვენი საქმიანობის გამჭვირვალობას. მომხმარებლებს ვაწვდით ყველა აუცილებელ ინფორმაციას ჩვენი პროექტების შესახებ, ვაფასებთ მათ მოსაზრებებს . ეს მოიცავს სამშენებლო პროცესების, ვადებისა და შედეგების დეტალურ ინფორმაციის მიწოდებას მომხმარებლებისთვის.

მომსახურება- ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლების კმაყოფილება და კომფორტი. ვცდილობთ, რომ მომხმარებლების კითხვებს და მოთხოვნებს დროულად და სრულყოფილად ვუპასუხოთ. მათთან მუდმივი კავშირი და მხარდაჭერა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ამ მიდგომებით, OKTO Group მუდმივად ცდილობს მომხმარებელთა ნდობის გაძლიერებასა და შენარჩუნებას, რაც ჩვენი კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

- როგორ ფიქრობთ, რა არის OKTO Group-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე?

ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მომხმარებლის საჭიროებების და სურვილების გათვალისწინება. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ შევთავაზოთ მოქნილი და პერსონალიზებული სერვისები, რაც ჩვენს კლიენტებს უფრო კომფორტულ და სასიამოვნო გამოცდილებას უქმნის. ასევე OKTO Group-ის პროექტები სტრატეგიულადაა განლაგებული საქართველოს უმნიშვნელოვანეს და პრესტიჟულ ადგილებში, მაგალითად: OKTO ART HOUSE, მდებარეობს ბათუმის ახალი ბულვარის პრესტიჟულ ნაწილში, რაც უზრუნველყოფს საცხოვრებელ კომპლექსს უნიკალურ ლოკაციას და მაღალ მოთხოვნას.

ჩვენი პროექტები გამოირჩევა ასევე ხელოვნების და კულტურის განსაკუთრებული მნიშვნელობით. ჩვენ ვაცნობიერებთ ქართული კულტურის და ხელოვნების ღირებულებას და ვცდილობთ, რომ ჩვენს პროექტებში ესთეტიკური და შემოქმედებითი ელემენტები ინტეგრირებული იყოს. ეს მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ და ინსპირაციულ საცხოვრებელ გარემოს.

ამგვარად, OKTO Group მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომებით ქმნის ჩვენი კომპანიის მთავარ კონკურენტულ უპირატესობებს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე.

- რა სახის მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებლებს სახლს შეძენის შემდეგ?

OKTO Group მომხმარებლებს აპარტამენტის შეძენის შემდეგ მრავალფეროვან და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს, რაც უზრუნველყოფს მათ კომფორტს და კმაყოფილებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლები მიიღონ დროული და სრულყოფილი ინფორმაცია და დახმარება. ჩვენი კლიენტების მომსახურების განყოფილება მუდამ მზად არის, უპასუხოს ყველა შეკითხვას და მოაგვაროს წარმოქმნილი პრობლემები. ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსები ასევე აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, რაც უზრუნველყოფს მცხოვრებლების უსაფრთხოებას 24/7 რეჟიმში.

- როგორ აფასებთ საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის პოტენციალს უცხოელი ინვესტორებისთვის?

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი უცხოელი ინვესტორებისათვის საკმაოდ მიმზიდველია. ბოლო წლებმა საქართველოს ეკონომიკური ზრდა აჩვენა და ქვეყანა მუდმივად მუშაობს ეკონომიკური სტაბილურობისა და განვითარების გაუმჯობესებაზე. ამასთან ერთად, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი ნაკლებად კონკურენტულია შედარებით განვითარებულ ბაზრებთან, რაც ინვესტორებს საშუალებას აძლევს, მისაღებ ფასებში შეიძინონ ქონება და განახორციელონ ახალი პროექტები.

ასევე საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს უცხოელი ინვესტორების უფლებების დაცვისა და კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფას. არსებობს დამცავი კანონმდებლობა და სტაბილური სამართლებრივი გარემო, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ინვესტორების ნდობას.

ვფიქრობთ, არ უნდა გამოგვრჩეს საქართველოს ბუნების სილამაზე, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, ასევე მზარდი ტურისტული ნაკადები ქმნის შესაძლებლობას კომერციული და საცხოვრებელი უძრავი ქონების პროექტების განვითარებისთვის. განსაკუთრებით დიდი ქალაქები, როგორებიცაა ბათუმი და თბილისი, რომელიც იზიდავს როგორც ტურისტებს, ისე ინვესტორებს.

ამ ფაქტორების გათვალისწიებით, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი წარმოადგენს მიმზიდველ შესაძლებლობას უცხოელი ინვესტორებისთვის.

- რა არის OKTO ART HOUSE-ის მშენებლობის დასრულების ვადები და როდის შეძლებენ მყიდველები ბინებში შესვლას?

OKTO ART HOUSE-ის მშენებლობა დასრულდება 2027 წლის მეორე კვარტალში. ჩვენ ვზრუნავთ, რომ მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად დავიცვათ დროსა და ხარისხზე გათვალისწინებული სტანდარტები, რათა უზრუნველვყოთ პროექტის დასრულება ვადის გადაცილების გარეშე.

- არის თუ არა გათვალისწინებული რაიმე სპეციალური პროგრამები ან სერვისები იმ მფლობელებისთვის, ვინც ბინას საინვესტიციო მიზნით ყიდულობს?

დიახ, OKTO Group-ს აქვს სპეციალური პროგრამები და სერვისები იმ მფლობელებისთვის, ვინც ბინას საინვესტიციო მიზნით ყიდულობს. ეს პროგრამები მოიცავს:

განსაკუთრებული ფასები და შეღავათები - საინვესტიციო მფლობელებისათვის ხშირად არსებობს სპეციალური ფასები და შეღავათები, რაც მათ საშუალებას აძლევს ნაკლებ ფასად შეიძინონ ბინები და ისარგებლონ დამატებითი პირობებით, როგორიცაა დაბალი საპროცენტო განაკვეთი და დამატებითი ფინანსური შეღავათები.

ბაზრის კვლევა და ანალიზი - ჩვენ ვთავაზობთ ბაზრის დეტალური კვლევისა და ანალიზის სერვისებს, რაც საშუალებას აძლევს საინვესტიციო მფლობელებს მიიღონ ინფორმაცია ბაზრის ტენდენციების, მექანიზმების და შესაძლო რისკების შესახებ.

ჩვენს საინვესტიციო მფლობელებთან მუდმივი კომუნიკაცია და მხარდაჭერა გარანტირებულია, რათა მათ შეეძლოს ნებისმიერ დროს მიიღონ საჭირო ინფორმაცია და დახმარება.

- რა არის თქვენი ხედვა OKTO Group-ის მომავლისთვის?

ჩვენი ხედვაა ვიყოთ აღიარებული ლიდერი სამშენებლო & დეველოპმენტ ინდუსტრიაში, განთქმული ხარისხით და საიმედოობით. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია 2023 წელს დაარსდა, დღეს-დღეისობით შეძლო განვითარების სხვადასხვა ეტაპების გავლა. კომპანიას უკვე ფლობს პროექტ OKTO ART HOUSE. პროექტი მდებარეობს ბათუმში, ქალაქის პრესტიჟულ უბანში. ასევე კომპანიის სამომავლო გეგმებში შედის ახალი პროექტები, არა მარტო ბათუმში, არამედ საქართველოს მასშტაბით.

OKTO Group-ის შემოთავაზებული მშენებარე აპარტამენტები ბათუმში შეგიძლიათ იხილოთ მათ ვებსაიტზე, ხოლო დამტებითი კონსულტაციისთვის კი შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე: +995 585 88 88 83

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები