"შუა დერეფანს ინვესტიციები სჭირდება", - ამის შესახებ BMG-სთან ინტერვიუში “ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის” ასოციაციის გენერალურმა მდივანმა განაცხადა. გაიდარ აბდიკერიმოვი "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" ესწრებოდა. მისი თქმით, ე.წ. შუა დერეფანი დღესდღეობით 6 მილიონ ტონა ტვირთსა და 80 ათას კონტეინერს იტევს, თუმცა ახალი რეალობიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვანია. გაიდარ აბდიკერიმოვმა გიგა ბენიასთან ინტერვიუში შუა დერეფნის პოტენციალსა და განვითარებაზე, ანაკლიის პორტსა და მის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
სტუმარი: გაიდარ აბდიკერიმოვი - “ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის” ასოციაციის გენერალური მდივანი;
ინტერვიუერი: გიგა ბენია - BMG-ის რეპორტიორი;