მეათე მოწვევის პარლამენტმა ბიუჯეტის პროექტის განხილვით დღეს საკომიტეტო მოსმენები დაასრულა. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე განვლილი ოთხი წლით კმაყოფილია და მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ჩაატარა. ზაზა ლომინაძე დონორებს მადლობას უხდის, თუმცა რიტორიკას არ ცვლის და ამბობს, რომ დახმარება მხოლოდ მიზნობრივი უნდა იყოს. ქართული ოცნების დეპუტატი დაფინანსებების შეჩერებას არ ელის, თუმცა მასში პრობლემას ვერ ხედავს.