მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინვენტარიზაცია - ინვენტერის როლი ქართულ ბაზარზე (რ)

რას სთავაზობს ინვენტერი ქართულ ბიზნესს
26.12.23 13:01
785

ინვენტერი, ერთ-ერთი წამყვანი და მზარდი კომპანიაა ინვენტარიზაციის სფეროში რომელიც, ქართულ ბაზარზე არსებულ კომპანიებს რამდენიმე წელია მომსახურებას უწევს.

BM.GE-სთან საუბარში, ინვენტერის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლოზ გურგენიძე, საუბრობს საქართველოში სფეროს სპეციფიკაზე, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე, ასევე განვლილ წელიწადს აჯამებს და კიდევ უფრო დატვირთულ 2024 წელს ელოდება.

„2 წელიწადზე მეტია, რაც კომპანია ინვენტერის ბრენდით ბაზარეზე ვართ წარმოდგენილნი და შევძელით ამ დროის განმავლობაში 200-ზე მეტი პროექტი წარმატებით განგვეხორციელებინა“

კომპანიაში ამჟამად 20 ადამიანი სრულ განაკვეთზეა დასაქმებული. ინვენტარიზაციის სფეროში უმეტესობა მათგანის გამოცდილება ამ მიმართულებით მრავალწლიანია, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ახალი კადრების მოზიდვისას, დაგროვებული გამოცდილება მარტივად და ეფექტურად გააზიაროს, შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით ყოველთვის გვაქვს რესურსი, პარალელურ რეჟიმში, რამდენიმე დიდ პროექტზე ვიმუშაოთ.“

ინვენტარიზაცია - ეს სფერო, ქართული კომპანიებისთვის კვლავ გამოწვევას წარმოადგენს.

ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, მათ ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებები აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს, ეს პროცესი კი არც თუ ისე მარტივად დასაგეგმი და განსახორციელებელია. სწორედ აქ ვხედავთ ჩვენ როლს, ინვენტერი კომპანიებს ეხმარება შემდეგი სერვისების მიმართულებით:

მნიშვნელოვანიის ფაქტი, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით, 2023 წლის საანგარიშო პერიოდიდან, მარტის თვის მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის გრაფები ,,სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი წლის ბოლოს“ და ,,ძირითადი საშუალებები ნაშთი წლის ბოლოს“ გადასახადის გადამხდელების მიერ შესავსებად გახდა სავალდებულო. შედეგად, გადასახადის გადამხდელებს შეეზღუდებათ მოგების გადასახადის მარტის თვის დეკლარაციის წარდგენა, ზემოთ ჩამოთვლილი ნაშთების გრაფების შევსების გარეშე.“

ეს ფაქტი კი იმას უსვამს ხაზს, რომ ინვენარიზაციის ჩატარების აუცილებლობა, ნებისმიერი ბაზარზე არსებული კომპანიისთვის სავალდებულო პროცედურა გახდა.

„საქმიანობის დაწყებისთანავე, გვქონდა მკაფიო მიზანი, კონტრაქტორი კომპანიებისთვის ინვენტარიზაციის პროცესი გაგვეხადა კომფორტული და მოქნილი. ამ მიმართულებით მიდგომებისა და ტექნიკის დანერგვაში გუნდის გამოცდილებამ უდიდესი როლი ითამაშა.

მაგალითად, ტექნიკურ ნაწილში, ვმუშაობთ ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფით, არ გვაქვს ჩვენი კონკრეტული სოფტი, რაც რიგ შემთხვევებში შექმნიდა კონტრაქტორ კომპანიასთან თავსებადობის პრობლემას.

ინვენტარიზაციის, მთლიანად სფეროს და მისი ტექნიკის დახვეწის მიმართულებით, ქართულ ბიზნესში პოზიტიური ძვრებია, თუმცა ამ მხრივ ბაზარი ჯერ კიდევ ასათვისებელია. ცნობიერების ნაწილში, ვცდილობთ მოკრძალებული როლი, ჩვენც შევასრულოთ.

კონკრეტულად ინვენტარიზაციის სერვისის მიმართულებით სპეციალიზება საშუალებას გვაძლევს, რომ ბიზნესს შევთავაზოთ დროული მომსახურება და კონკურენტული ფასი.

განვლილი 2 წლის განმავლობაში, რამდენიმე განსხვავებული ბიზნეს სფეროს მასშტაბური პროექტი, დროის მოკლე მონაკვეთში წარმატებით ჩავხურეთ, რამაც მოგვცა შესაძლებლობა აგვემაღლებინა გუნდის გამოცდილება და შეგვმატა თავდაჯერება, რომ გამოწვევები არ გვაშინებს და შეგვიძლია ნებისმიერი სირთულის ახალ პროექტს მარტივად შევეჭიდოთ.

სხვადასხვა სფეროს ლიდერ და ცნობად კომპანიებთან თანამშრომლობით,ეძლევა უდიდესი მოტივაცია, დაიჭირო შესაბამისი თამასა ბიზნესის სფეროში.

ცხადია, ნებისმიერი ბიზნესისთვის მთლიანი აქტივის აღრიცხვა, არსებული მდგომარეობის შესაფასებლად და სამომავლო გათვლების გასაკეთებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საინტერესოა, როგორია ამ მხრივ საქართველოს რუკა - არის თუ არა თბილისსა და რეგიონებს შორის ინვენტერის სერვისების მოთხოვნაზე განსხვავება?

„ცხადია თბილისსა და რეგიონებს შორის მოთხოვნის ნაწილში არის განსხვავება. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედაქალაქის მიღმაც მოთხოვნა სერვისზე ცალსახად გაზრდილია. ჩვენი დამკვეთები საბანკო სექტორის, ავტო ბიზნესის, ტელეკომუნიკაციების, ელ. კომერციის, საწარმო და სადისტრიბუციო სექტორის, სასაწყობე მეურნეობების მიმართულებებს მოიცავენ, რომელთაც ფილიალები საქართველოს მასშტაბით აქვთ წარმოდგენილი, აქედან გამომდინარე, აღნიშნული ფაქტი ცალსახად ხელშემწყობი ფაქტორი იყო ჩვენთვის, რომ რეგიონებში ინვენტერის სერვისიების პოპულარიზება მოგვეხდინა.

სამომავლოდ რეგიონებში კიდევ უფრო აქტიურ მუშაობას ვგეგმავთ, რადგან ვხედავთ პოტენციალს ამ მიმართულებით. ამ ეტაპზე თბილისის გარდა ბათუმსა და კახეთში არაერთი პროექტი ჩავხურეთ, თუმცა გვსურს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩვენი სერვისები შევთავაზოთ ადგილობრივ ბიზნესებს.

მართე მარაგები ეფექტურად! – ეს ინვენტერის ის მთავარი გზავნილია, რომელსაც კომპანია ქართულ ბიზნესს უგზავნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები