თბილისში ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაცია იმყოფება, რომელთა მონაწილეობითაც დღეს ბილტმორში ღონისძიება „Invest Georgia არაბთა გაერთიანებული საამიროები” გაიმართება. დელეგაციის შემადგენლობაში 35 სტუმარი შედის, რომელთა შორისაც არიან ინვესტორები, საბროკერო კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები და უძრავი ქონების სპეციალისტები საამიროებიდან. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციები საქართველოში უკვე არსებულ ინვესტიციებსა და კომპანიებზე Georgia არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ასევე პრეზენტაციებს გამართავენ ქართული დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები; ღონისძიება კომპანია ინვესტი ინ ჯორჯიას ორგანიზებით იმართება.






























