ამ კვირაში პირველ კვარტალში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა გამოქვეყნდა. მონაცემები დამაიმედებელი არ ყოფილა, 42%-ით შემცირებული აქტივობა და 10-წლიანი ანტირეკორდი გამეორდა. კორონავირუსი მთავრობამ მთავარ დამნაშავედ გამოაცხადა, თუმცა, ბიზნესი ბევრ სხვა პრობლემასაც ხედავს, რომელიც 2020 წელს ნამდვილად არ დაწყებულა.