მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ინვესტიციების მოზიდვა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია"

5bb76f5d23a54
ნინი თურქია
05.10.18 18:02
1274
„მთავარობის ტოპ სამი პრიორიტეტი რომ ავიღოთ, ერთ-ერთი ინვესტიციები და ინვესტიციების მოზიდვა იქნებოდა“, - bm.ge-სთან საუბრის დროს აცხადებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“-ს ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.

„პრიორიტეტი ინვესტიციაა. მთავრობა უყურებს ეკონომიკის განვითარების ამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას. ყველა განვითარებად ქვეყანაში ერთნაირად მოხდა და ჩვენც ამას ვაპირებთ - პირველ რიგში, შემოდის დიდი ინვესტიცია, ინვესტიციას აქვს ძალიან დიდი გავლენა მუშახელის დასაქმებაზე. შემდეგ ეს ზემოქმედებას ახდენს ექსპორტის პოტენციალის ზრდაზე და ტექნოლოგიების დანერგვაზე”, - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

მისივე განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტული მაღალტექნოლოგიურ სფეროში განხორციელებული ინვესტიციებია.

„პრემიერ მინისტრს პირველ რიგში ყველაზე კარგად ესმის და ბევრჯერ თქვა თავის გამოსვლებში, რომ მაღალტექნოლოგიური ინვესტიციები იქნება ჩვენი პრიორიტეტი.

მთავრობას აქვს ინიციატივა, რომ ინვესტიციების ხელშემწყობი ახალი პროგრამები შემუშავდეს. მაგალითად, ოფისის გახსნაზე გადასახადებს არ იხდიდე, ონლაინ დაარეგისტრირო უცხოური კომპანია... მთავრობა ახალი ძალებით შეუდგა ამაზე მუშაობას და ზუსტად ამისთვის გავაძლიერეთ ჩვენ ჩვენი რესურსი. გვინდა, რომ უფრო მეტად მოხდეს ამის პოპულარიზაცია. წლის ბოლომდე 16 „როუდ შოუ“ გვაქვს დაგეგმილი. უკვე ვიყავით თურქეთსა და იტალიაში. გვაქვს ბაზა სადაც ვნახულობთ, რომელი ინვესტორები ეძებენ საწარმოსთვის ახალ ქვეყანას და პირდაპირ ვესაუბრებით მათ“, - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები