მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ინვესტიციების მოზიდვა რთული ხდება, თავისუფალ ბაზარზე სიტუაცია გაუარესებულია"

57adb19c31ef7
დავით ჯალაღონია
12.08.16 15:20
2435
კომპანია "ენერჯი სოლუშენის" ხელმძღვანელის გიორგი აბრამიშვილის განცხადებით, ენერგეტიკულ ბაზარზე ვითარება გართულდა.
 
"თურქეთში საკმაოდ მძიმე სურათია, რადგან ტარიფები დაბლა წამოვიდა, ანუ ძალიან ძნელი საპროგნოზოა, რა მოხდება. შესაბამისად, კიდევ უფრო რთული ხდება ახალი ინვესტიციების მოზიდვა, რადგან თავისუფალ ბაზარზე სიტუიაცია გაუარესებულია", - აღნიშნა აბრამიშვილმა.

მისივე განმარტებით, თურქეთის მიმართულებით ნაკლებადსარფიანი ვაჭრობა რისკის ქვეშ აყენებს ინვესტორებს იმ ოთხი თვის განმავლობაში, როცა მათ გამომუშავებული ელექტროენერგია ბაზარზე უნდა გაყიდონ.

"ინვესტორები ძალიან დიდ რისკს იღებენ. ზაფხულის ოთხი თვე ჩვენი შემოსავლის დაახლოებით 60%-ია და ეს მოცულობა მიბმულია ექსპორტზე“, - განმარტა აბრამიშვილმა.

რაც შეეხება წელიწადის დანარჩენ რვა თვეს, ამ ხნის განმავლობაში ახალი სატარიფო პოლიტიკის მიხედვით, რაზეც მთავრობა სავალუტო ფონდთან ერთად მუშაობს, ელექტროენერგიას ჰესებისგან სახელმწიფო შეისყიდის და კვტ/სთ ელექტროენერგია საშუალოდ ექვსი ცენტი ეღირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები