მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტიციების მოზიდვის სამი გზა - საინვესტიციო საბჭოს მდივნის მოსაზრება

5efb3a0fb9332
ვიქტორია მღებრიშვილი
01.07.20 09:45
1817
საქართველოს საინვესტიციო საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილმა EPRC-ის მიერ გამართულ დისკუსიაზე "კორონავირუსის ეპოქა და საინვესტიციო პერსპექტივები" ინვესტიციების მოზიდვისთვის სამ მიმართულებაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ საინვესტიციო საბჭო ამ მიმართულებით მთავრობას გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევდა.

მისი შეფასებით, მიუხედვად იმისა, რომ ქვეყანა საარჩევნო პერიოდში შედის, მნიშვნელოვანი რეფორმები აუცილებლად უნდა გატარდეს იმისთვის, რომ საინვესტიციო გარემო იყოს მიმზიდველი.

"პირველი - არ უნდა შეჩერდეს რეფორმების ნაწილი. გარდა კოვიდის საკითხისა, ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში შევდივართ, რაც კრიტიკული ნაწილია ახალი რეფორმის დაწყების, ან თუნდაც რაღაცის დაჩქარების ნაწილში, მაგრამ მგონია, რომ ვიწრო ჭრილში დიდი აქცენტი კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე უნდა გაკეთდეს.

მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების კუთხით ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი ბაზარზე საინვესტიციო ფონდების არარსებობაა. ინვესტორთა საბჭოს ერთ-ერთი ჩართულობა იყო, როდესაც მომზადდა კანონი "საინვესტიციო ფონდების შესახებ", რომელიც ვიმედოვნებთ, რამდენიმე დღეში დაამტკიცდება. ასევე, მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო გადახდისუუნარობის კანონპროექტის შემუშავება და სხვადასხვა მიმართულებების მომცველი რიგი რეფორმებისა, რომელიც დაჩქარებული წესით უნდა განხორციელდეს;

მეორე - ინვესტიციების მოზიდვის ნაწილზე საუბრისას, ქვეყანაში თუ არ იქნა მყარი მცირე და საშუალო სექტორი, თუნდაც დიდი ნაციონალური კომპანიებისთვის და ამ ნაწილში მგონია, რომ დიდი პოტენციალი არსებობს... თუნდაც არასაბანკო -საფინანსო პროდუქტების ნაწილში, ეს მგონია რომ იმ დიდი რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტი უნდა იყოს, რომელიც წინ წაწევს ჩვენს საფინანსო სექტორს და ხელმისაწვდომს გახდის ბევრი მცირე და საშუალო საწარმოსთვის;

მესამე - დღეს სერვისების მიწოდების ნაწილში მამოძრავებელი არის ტექნოლოგიები და ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია მთავრობისადმი იყო, რომ მომხარიყო 5G-ზე გადასვლის დაჩქარება, რაც სტიმულს მისცემს სტარტაპებს არამარტო ქართველ, არამედ რეგიონის ჭრილში ახალგაზრდებს და ქვეყანას მათთვის გახდის მიმზიდველს", - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები