მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინვესტიციების ორმხრივი დაცვის მექანიზმი 32 ქვეყანასთან ამოქმედდება

57e38af3358b5
BM.GE
22.09.16 11:37
2462
ინვესტიციების ორმხრივი დაცვის მექანიზმების ამოქმედების შესახებ 32 ქვეყანასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს - ამის შესახებ ექსკლუზიურად „ბიზნესკონტრაქტს“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მსგავსი შეთანხმება უკვე გაფორმდა 31 ქვეყანასთან და ის ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის დამატებითი დაცვის მექანიზმს გულისხმობს, რომელიც ინვესტორს დამატებით დაცულობის გარანტიებს აძლევს.

კონკრეტულად კი, იმ შემთხვევაში თუ მას პრობლემა შეექმნება ექსპროპრიაციის მიმართულებით, ინვესტორს შეუძლია მიმართოს არბიტრაჟს და ორ სახელწიფოს შორის შეთანხმებული მუხლების მიხედვით თავისი ინტერესები დაიცვას.

ამასთან, როგორც გენადი არველაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს , დიდი და განვითარებული ქვეყნების ინვესტორები პირველ რიგში უყურებენ აქვთ თუ არა მათ ქვეყნას მსგავსი შეთანხმება და სწორედ ამის შემდეგ განიხილავენ კონკრეტულ ქვეყნებს საინვესტიციოდ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები