მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ინვესტიციების ზრდა დამოკიდებული იქნება ბევრ რამეზე, მათ შორის ანაკლიის პორტზე"

5c86790e4e3d6
ლევან თაღიაშვილი
11.03.19 20:00
1113
საქართველოს პარლამენტის და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ აქამდე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში საკმაოდ დიდი ნაწილი შაჰდენიზ 2-ის მშენებლობას უკავშირდებოდა, თუმცა, ამ ნაწილს მთავრობა PR-ისთვის იყენებდა. მისი განმარტებით, მილსადენის პროექტი პირდაპირ გავლენას ვერ ახდენდა ეკონომიკურ ზრდაზე.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ინვესტიციები იყო სპეციფიკური და არც თუ ისე რეალური, ვინაიდან ყოველთვის უკვირდა ხალხს, თუ ამდენი ინვესტიცია შემოდის, ხალხი რატომ არ საქმდება და ლარი რატომ უფასურდებაო. დაახლოებით, $2 მილიარდი ინვესტიცია, ეს იყო შაჰდენიზ 2-ის მშენებლობის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული გაზსადენის მშენებლობისთვის. ყოველწლიურად FDI-ში დაახლოებით, ნახევარი მილიარდი სწორედ ამ მშენებლობაზე მოდიოდა, ეს პირდაპირ გავლენას ვერ ახდენდა ვერც დასაქმებაზე, ვერც ეკონომიკურ ზრდაზე და ვალუტის შემოდინებაზე, რომელიც ლარის გამყარებას უნდა მოხმარებოდა“ - აცხადებს პარლამენტარი

მისივე განმარტებით, პროექტის დასრულების შემდეგ ინვესტიციების შემოდინება ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, ერთ-ერთი მათგანი კი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება.

„დამთავრდა ეს პროცესი და დავინახეთ რა მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა FDI-მ. ის ნაწილები, რომელიც მილსადენს არ უკავშირდებოდა იყო მცირე, თუმცა მილსადენის ნაწილს ხელისუფლება იყენებდა PR-ის ნაწილისთვის. სამომავლოდ როგორი იქნება ინვესტიციების ზრდა, დამოკიდებული იქნება ბევრ რამეზე, მათ შორის ანაკლიის პროექტზე, მაგრამ თქვენ ხედავთ, რა ხდება ამ პროექტთან დაკავშირებით, როგორ უთხრის მას მთავრობა ძირს. როგორ შეიძლება პორტი უფრო სწრაფად აშენდეს, ვიდრე მასთან მისასვლელი საავტომობილო და სარკინიგზო ხაზები“ - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ FDI ერთი წლის განმავლობაში 35%-ით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები