გლობალური ეკონომიკური ტურბულენტობის მიუხედავად, ევროპა კრიპტოინდუსტრიის ახალ ეტაპზე გადადის. ე.წ. „კრიპტო-ზამთრის“ შიშები წარსულს ჩაბარდა და ციფრული აქტივები ნიშური პროდუქტიდან უკვე ლეგიტიმურ ფინანსურ ინსტრუმენტად ყალიბდება, რასაც დიდწილად ახალმა ევროპულმა რეგულაციებმა შეუწყო ხელი. თუმცა, ნდობის ზრდის პარალელურად, ბაზარზე საინტერესო პარადოქსი ფიქსირდება: ევროპელები ციფრულ ფულს მასიურად ყიდულობენ, მაგრამ დანიშნულებისამებრ თითქმის არ იყენებენ. რომელი ქვეყნები ლიდერობენ ათვისების მაჩვენებლით და რატომ ვერ ანაცვლებს კრიპტოვალუტა ჯერ კიდევ საბანკო ბარათებს


































