საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, "ნამახვანჰესის" პროექტი აღდგება.
ამის შესახებ მან პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში განაცხადა.
„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ. მიმდინარეობს მიწების გადმოცემის საკითხი. არის ინვესტორების დაინტერესება, ასე რომ "ნამახვანის" პროექტი აღდგება", - განმარტა მან.
ეკონომიკის მინისტრმა “ხუდონჰესთან“ დაკავშირებითაც ისაუბრა.
„ამ პროექტს ჩვენ განვახორციელებთ მაქსიმალური პასუხისმგებლობით და ბუნებაზე მინიმალური ზემოქმედებით, რომელიც არის სვანეთის რეგიონში. ენერგეტიკული კუთხით გვექნება უფრო მაღალი შედეგები. უფრო კარგი პროექტის განხორციელების იმედი გვაქვს. კვლევები მალე დასრულდება. ჩვენ გვყავს პოტენციური ინვესტორები, რომლებიც კვლევების შედეგებს ელოდებიან. ეს იქნება წამყვანი და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის კომპანიები, უახლოეს ხანებში საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით.
კომპანია „შტუკი“ არის საერთაშორისო, შვეიცარიული კომპანია, გლობალური გამოცდილების. ისინი ახორციელებენ პროექტის შესწავლას. ჩვენ ველოდებით შედეგებს. ეს იქნება ახალი პროექტი, რომელიც ნაკლებ ზემოქმედებას მოახდენს გარემოზე და მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს“,- განაცხადა დავითაშვილმა.