მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორები გრძნობენ სტაბილურობას და ჩვენი ხელისუფლებისგან მხარდაჭერას - ირაკლი ღარიბაშვილი Radisson RED-ის გახსნაზე

პრემიერი

ყველას გვახარებს ის ფაქტი, რომ ფოსტის ეს ისტორიული შენობა განახლებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა Radisson RED Tbilisi-ის საზეიმო გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროექტის განსახორციელებლად 28 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და 100 ადამიანი დასაქმდა. 

მისივე თქმით, მთავრობა მზად არის, რომ მუდამ ხელი შეუწყოს ინვესტორებს ასეთი პროექტების განხორციელებაში.

"ამ შენობამ შეიძინა ახალი სიცოცხლე და, რაც მთავარია, კიდევ ერთი ხუთვარსკვლავიანი, თანამედროვე სასტუმრო შეემატა ჩვენს დედაქალაქს და ჩვენს ქვეყანას. ტურიზმის განვითარებით საქართველო ერთ-ერთი თვალსაჩინო და გამორჩეულია მთელს რეგიონში.

შემთხვევითი არ არის, რომ წელს, უკვე ორი კვარტლის განმავლობაში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი აჭარბებს პანდემიამდე მდგომარეობას. შარშან გვქონდა 3,5 მილიარდი დოლარის პირდაპირი შემოსავალი ტურიზმიდან. წელს ველოდებით, სულ მცირე, 4 მილიარდი დოლარის შემოსავალს. დღევანდელი ინვესტიციაც, ეს პროექტიც მიუთითებს იმაზე, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს სტაბილურობა, მშვიდობა და სწორედ ამიტომ შემოდიან, დებენ ინვესტიციებს არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ადგილობრივი ბიზნესმენებიც.

მთავარია, ქვეყანაში გაგრძელდეს მშვიდობიანი, სტაბილური პერიოდი. ინვესტორები გრძნობენ ამ სტაბილურობას და ჩვენი ხელისუფლებისგან მხარდაჭერას. პროგნოზირებადობა ჩვენ გავხადეთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ყოველდღიურობა. ასეთი პროექტების განხორციელებას ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ.

მთავრობა მზად არის, რომ მუდამ ხელი შეუწყოს ინვესტორებს ასეთი პროექტების განხორციელებაში. ვუსურვებ ამ პროექტის მესვეურებს, ინვესტორებს წარმატებას და ბევრი პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი სასტუმრო Radisson RED Tbilisi აღმაშენებლის გამზირის 44 ნომერში გაიხსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები