მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინვესტორები რაჭაში უწერას ბალნეოლოგიურ კურორტად გადაქცევას გეგმავენ

5763afb418f86
ელენე გოგბერაშვილი
17.06.16 12:04
12311
ინვესტორები რაჭაში უწერას ბალნეოლოგიურ კურორტად გადაქცევას გეგმავენ.
 
რაჭის გუბერატორის განცხადებით, ინვესტორების მხრიდან რაჭის მინერალური წყლების მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია და ამ მიმართულებით რეგიონში რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაა შესაძლებელი. როგორც პაპუნა მარგველიძე "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, უწერას მინერალური წყლის წარმოება რაჭაში ძალიან დიდი ხნის წინ დაიხურა, თუმცა არსებობს კონკრეტული ინვესტორი, რომელიც უწერაში ჩამოსასხმელი ხაზის გაკეთებას და ბალნეოლოგიური კურორტის შექმნას გეგმავს. გუბერნატორი ამბობს, რომ ადგილი, სადაც მინერალური წყლის მოპოვება ხდება დღეს კერძო პირის საკუთრებაშია, ამიტომ ინვესტიციის განხორციელებამდე იურიდიული საკითხებია მოსაგვარებელი. გუბერნატორი ინვესტორების ვინაობას ამ ეტაპზე არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ მოლაპარაკებების პროცესი მოკლე დროში დასრულდება.

გუბერნატორის განცხადებით, ბალნოლოგიური და სასმელი დანიშნულების წყლის ტარიფის დიფერენცირება მოხდა. გუბერნატორის თქმით, ტარიფების გამიჯვნა წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც რაჭის მინერალური წყლებით ინვესტორების დაინტერესებას კიდევ უფრო გაზრდის.


ფოტო: tsu.edu.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები