BOGG PLC-ის მიერ სომხეთის წამყვანი ბანკის, “ამერიაბანკის” შესყიდვასთან დაკავშირებით, ბრიტანული გამოცემა The Times-ი სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ავტორი განიხილავს, რომ, საბანკო ტრანზაქციის შემდეგ, საქართველო საერთაშორისო ინვესტორებისათვის მიმზიდველ ქვეყნად იქცა.
“BOGG ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც სომხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის შესყიდვაზე განაცხადა. “საქართველოს ბანკის ჯგუფმა ”, “ამერიაბანკი” - $303.6 მილიონად შეიძინა.
“საქართველოს ბანკის ჯგუფმა”, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა დალისტული, განაცხადა, რომ გარიგება შემოსავლების მყისიერ ზრდას გამოიწვევს, “ამერიაბანკის” მეშვეობით სომხეთში, რეგიონის ერთ-ერთ სწრაფად მზად ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობა გვეძლევა”, - ამბობს მელ კარვილი, “საქართველოს ბანკის ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
Numis-ის (საინვესტიციო ბანკი) ანალიტიკოსის ვარაუდით, “ამერიაბანკის” შესყიდვა BOGG-ის მოგებას 20%-ით გაზრდის. მისი თქმით, ის სომხური ბანკების კონსოლიდაციის სამომავლო პოტენციალსაც ხედავს.
კავკასიურ ბანკებს შორის შეთანხმება ლონდონშიც დადებითად მიიღეს, მას შემდეგ რაც საფონდო ბირჟაზე “საქართველოს ბანკის” აქციების ღირებულება 6.6%-ით გაიზარდა და რეკორდულ £42.25-ს მიაღწია", - წერს The Times.
შეგახსენებთ, რომ BOGG PLC-იმ სომხეთის წამყვანი უნივერსალური ბანკის, "ამერიაბანკის" აქციების 100%-ის შესყიდვის შესახებ განაცხადა. ტრანზაქციის მოცულობა 303,6 მილიონი აშშ დოლარია.