მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორების გამოწვევები ქვეყანაში - "დირსი" ხელისუფლებას ხელშეწყობისკენ მოუწოდებს

6114f51022e15
BM.GE
12.08.21 14:13
702
კომპანია AS Georgia, რომელმაც დედაქალაქში ყველაზე დიდი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი - „დირსი“ ააგო, სახელწიფო სტრუქტურებს მიმართავს და მოუწოდებს მათ, ხელი შეუწყონ პროექტის შემდგომ განვითარებაში და კომპანიის მხრიდან საინვესტიციო ვალდებულების დაგეგმილ ვადებში შესრულებაში, რაც 7,5 ჰექტარზე სარეკრეაციო პარკის გაშენებას გულისხმობს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ინვესტორი კომპანიის მიერ დედაქალაქის დეველოპერულ სექტორში ჯამურად დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარია ინვესტირებული. ერთი ცალკე აღებული კომპანიის ჭრილში, AS Georgia, სექტორის ყველაზე მსხვილი ინვესტორია. გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„იძულებულნი ვართ, საჯარო გავხადოთ ის გამოწვევები, რაც მუშაობაში და მრავალმილიონიანი საინვესტიციო ვალდებულების შესრულებაში გვიშლისხელს. სამწუხაროდ, სახელმწიფო სტრუქტურებთანხანგრძლივმა ოფიციალურმა წერილობითმა ურთიერთობამ და მათ წარმომადგენლებთან დაუსრულებელმა შეხვედრებმა, ჯერ-ჯერობით, ადეკვატურ შედეგებამდე ვერ მიგვიყვანა. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი საკითხებისადმი ზერელე დამოკიდებულებით, ამ სტრუქტურების თანამშრომლები, გარდა იმისა, რომ ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების საქმეს აფერხებენ, ამავე სტრუქტურების ხელმძღვანელი პირების რეპუტაციას სერიოზულ ზიანს აყენებენ. მათ შორის, ვგულისხმობთ, თბილისის მერს, ბატონ კახა კალაძეს.

ვფიქრობთ, ეს საჯარო მიმართვა ადრესატებამდე ზუსტად მაიღწევსდა კომპანიასა და მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთობა გახდება შედეგზე ორიენტირებული. ეს, საბოლოო ჯამში, არის როგორც კომპანიის, ისე მერიის და რაც მთავარია, ჩვენი კომპლექსისა და მთლიანად ისნის რაიონის მაცხოვრებლების ინტერესში.

საკითხის არსი არის ის, რომ კომპანიას ფიზიკურად ეშლება ხელი 2023 წლის ბოლოს საინვესტიციო ვალდებულების შესრულებაში და ინვესტირების შემდგომ გაგრძელებაში.

საინვესტიციო ვალდებულება გულისხმობს, სარეკრეაციო პარკის გაშენებასა და კეთილმოწყობას. პარკით სარგებლობას „დირსის“ ბინადართა გარდა, ასევე შეძლებს დედაქალაქის ნებისმიერი მაცხოვრებელი.

საქმე ის არის, რომ კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე, დგასუკანონო ნაგებობები, რომლებიც, განთავსებულია ზუსტად იმ ადგილზე, სადაც უნდა გაშენდეს პარკი. ეს კი შეუძლებელს ხდის სამუშაოების დაწყებას.

ჩვენ, სხვადასხვა სამსახურებისადმი რამდენიმე ათეული წერილით გვაქვს მიმართული, უკანონო ნაგებობების დემონტაჟის მოთხოვნით. გვაქვს მათთან ლამის ყოველდღიური კომუნიკაცია, მაგრამ არ გვაქვს შედეგი.

მეორე, ასევე მძიმე და ხელშემშლელი შემთხვევის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კომპლექსის მომიჯნავე ტერიტორიაზე, რომელზედაც წლებია გვაქვს გამოხატული საინვესტიციო ინტერესი, ასევე „პარტიზანული“ წესით, ჩაიდგა ბარაკული ტიპის უკანონო ნაგებობები. ამ საკითხის თაობაზეც ათეულობით წერილით გვაქვს მიმართული მუნიციპალიტეტისთვის.

ჩვენთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება სახელმწიფო ერთის მხრივ გველაპარაკებოდეს საინვესტიციო პროექტსა და პირობებზე,და მეორეს მხრივ, იმავდროულად, უშვებდეს იმას, რომ იგივე ტერიტორიაზე, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, აიგოს უკანონო ნაგებობა.უფრო მეტიც - ამ ნაგებობების აგების შემდეგ, რომ უფლებამოსილმა კომპანიამ მერიის ჩინოვნიკის რეკომენდაციით, ამ ბარაკში ელექტროენერგიაც კი შეიყვანა.

ამ და ამგვარი ფაქტების გამო, ჩვენ, როგორც ინვესტორი კომპანია, ჩვენდამი დამოკიდებულებით, საკმაოდ იმედგაცრუებული ვართ. მიგვაჩნია, რომ AS Georgia-ას მიერ თბილისში დღემდე განხორციელებული ინვესტიცია (განხორციელებული200 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია და პროექტის 5-ვე ეტაპის ჯამში დაგეგმილია საინვესტიციო მოცულობის 1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდა)ობიექტურად იმსახურებს, რომ სახელისუფლო სტრუქტურების მხრიდანჩვენს მიერ დასმულ საკითხებზე, ობიექტური და ოპერატიული გადაწყვეტილებები მივიღოთ. გვაქვს მზაობა და მოლოდინი, იმისა რომ მუნიციპალიტეტსა და კომპანიას შორის ურთიერთობა გადავა ახალ, შედეგზე ორიენტირებულ ეტაპზე“,-ნათქვამია საცხოვრებელი კომპლექსი „დირსის“ დამფუძნებელი კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია მზადაა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გააცნოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მისამართით გაგზავნილი და უშედეგოდ დატოვებული ბოლო 100 წერილის ასლი.
ცნობისთვის, საცხოვრებელი უბანი „დირსი“, თბილისში, ისანში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ამ ეტაპზე 10 ჰექტარის ფართობზეა გაშენებული. სადღეისოდ უკვე განხორციელებული დეველოპერული პროექტი მხოლოდ 1/5 პროექტისა, რომლიც საბოლოო ჯამში უნდა შეემატოს თბილისს და რომელსაც «RIVERCITY» ჰქვია.

200 მილიონი აშშ დოლარამდე ინვესტირების შედეგად შექმნილ უბანში, თანამედროვე ტექნოლოგიური ციკლის დაცვით, უკვე აგებულია22კორპუსი, სადაც განთავსებულია 3000- ზე მეტი ბინა და უკვე შესახლებულია 2500- ზე მეტი ოჯახი. ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 2 საბავშვო ბაღი, სუპერმარკეტი, კაფე, 3 საბავშვო და 3-იც სპორტული მოედანი. სადღეისოდ უკვე მოწყობილია 400 მეტრამდე ბულვარი, რომლის სიგრძეც, საბოლოოდ 5 კმ-იქნება. 9 კილომეტრამდე პერსპექტივის ველობილიკიდან უკვე მოწყობილია 1,5 კმ-ის სიგრძის ველოტრასა. ტერიტორიაზე ამ ეტაპზე უკვე დარგულია 4 000- ზე მეტი მცენარე.

აღნიშნული საინვესტიციიო მოცულობით, AS Georgia სადღეისოდ კვლავ რჩება ყველაზე მსხვილინვესტორკომპანიად საქართველოს დეველოპერულ სექტორში,"- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები