მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტროს ლოკაციების კონსულტანტები ჩამოყავს

5ee1ebdd4c530
BM.GE
11.06.20 12:27
983
ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის მიზნით, ლოკაციების სკაუტების მოწვევას გეგმავს. ლოკაციების სკაუტები, ანუ ლოკაციების კონსულტანტები არიან სხვადასხვა საკონსულტაციო კომპანიების მიერ დაქირავებული პირები, რომლებიც საკუთარ კლიენტებს უცხოეთში ინვესტირებისთვის ანალიტიკურ სერვისებს სთავაზობენ.

“აწარმოე საქართველოში” ამბობენ, რომ ლოკაციების კონსულტანტების ვიზიტები სავარაუდოდ, სექტემბერში არის დაგეგმილი.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან თანამშრომლობა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, სააგენტომ „აწარმოე საქარართველოში“ მოახდინა 50-მდე საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტის იდენტიფიცირება და მათთან მჭიდრო კომუნიკაცია დაიწყო. შედეგად, ჩვენ უკვე გვაქვს მათი ნაწილის მხრიდან მზაობა, რომ სექტემბერში, ბუნებრივია პანდემიის ვითარების გათვალისწინებით, ისინი საქართველოს ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის საინვესტციო მიმზიდველობას. ნაწილთან კი აქტიურ რეჟიმში ხდება ონლაინ შეხვედრების გამართვა“, - აღნიშნავენ “აწარმოე საქართველოში”.

სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად საუბარი მიმდინარეობს დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორული კომპანიების ლოკაციების კონსულტანტების ვიზიტზე, ასევე კომპანია Plant Location International-ის ლოკაციების კონსულტანტების ვიზიტზე. “აწარმოე საქართველოში”-ს ინფორმაციით, Plant Location International-ის განსაკუთრებული დაინტერესება საქართველოში ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის საქმიანობამ მიიპყრო.

რაც შეეხება უშუალოდ ინვესტიციებს, მისი მოცულობა 2020 წლის პირველ კვარტალში $165 მილიონი დოლარი იყო, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41.7%-ით ნაკლები იყო. მეტიც, ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთი კვარტლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მინიმალური მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები