მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორების მოსაზიდად სახელმწიფომ სამთო სექტორში არსებული იურისდიქციის უპირატესობები უნდა წარმოაჩინოს - მაია ზავრაშვილი

მაია ზავრაშვილი

„ეს იმ ტემპის მაქსიმუმია, რის ათვისებაც კერძო სექტორს შეუძლია“-ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა ქვეყანაში პრივატიზების ტემპის დაჩქარებასთან დაკავშირებულ კითხვას. დავითაშვილი ამბობს, რომ გასულ წელს 2 723 აუქციონი ჩატარდა და დაახლოებით 300 მლნ ლარის მობილიზება მოხდა, რაც ნიშნავს რომ პრივატიზების გეგმა 100%-ზე მეტად შესრულდა.

პრივატიზების პოლიტიკის უფრო მეტად ეფექტიანობისთვის "კოლიერს ჯორჯია მაინინგ ენდ მინერალსის“ მმართველი პარტნიორი მაია ზავრაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია სახელმწიფო უწყებების მხრიდან პროაქტიური მუშაობა.

მისი თქმით, აუქციონების მიღმა უნდა ხდებოდეს სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმების მეშვეობით სამიზნე ინვესტორებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და მათთვის ქვეყნის უპირატესობების წარმოჩენა, რომ ინვესტორმა, რომელსაც შესაბამისი თანხების დაბანდების სურვილი აქვს არჩევანი საქართველოზე გააკეთოს.

“სათანადო სამსახურებმა თავიანთი საქმიანობა უნდა გახადონ უფრო წინსწრებად აქტიური. მათ უნდა მოამზადონ, შეიმუშაონ თავისუფალი ობიექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ ეს სათანადო აუდიტორიას, გამოიყენონ ყველა საერთაშორისო პლატფორმა იმისთვის, რომ გავიდნენ ზუსტად იმ სეგმენტზე, რომელიც არის ხელსაყრელი, რომ ინვესტორები მოვიზიდოთ საქართველოში.

იმავდროულად სახელმწიფომ უნდა წარმოაჩინოს სამთო სექტორში არსებული იურისდიქციის უპირატესობები, შესაძლებლობები. უამრავი ქვეყანა დღეს მაგალითად იყენებს ძალიან ბევრ წამახალისებელ მექანიზმებს ინიციატივებს იმისთვის, რომ კერძო სექტორს გაუჩნდეს მათ იურისდიქციაში შესვლის და საქმიანობის განხორციელების სურვილი“, - აცხადებს მაია ზავრაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები